უახლესი ამბები
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 11:40ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არქივი
მსოფლიო
ქალაქ ნურ-სულთანში აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის პლენარული შეხვედრა გაიმართა
ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნურ-სულთანში, აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის - BNSR ყოველწლიური პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომაში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მოლდოვის, საფრანგეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და აშშ-ის ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
წელს, პლენარული სხდომის ძირითადი თემა „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის ფარგლებში, გადამდები დაავადებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე მზადყოფნის და რეაგირების საკითხები იყო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემდებარე ლაბორატორიისა და სხვა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა, უცხოელ კოლეგებსა და სხვდასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოში ამ კუთხით არსებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა თავმჯდომარეობის გადაცემის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, შემდგომი ერთი წლის ვადით, საქართველომ BNSR-ის მართვის პასუხისმგებლობა ყაზახეთის რესპუბლიკას გადასცა.
ღონისძიება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ, აშშ-ის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით ჩატარდა.