უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 მაისი, 2018 14:00
font-size

ქალაქი სატრანსპორტო პრობლემის წინაშე არ დადგება - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის შემთხვევაში, ქალაქი პრობლემის წინაშე არ დადგება.

„ქალაქი სატრანსპორტო პრობლემის წინაშე არ დადგება – რა კონკრეტული გეგმა გვაქვს, ამას ხვალ მთავრობის სხდომაზე გაიგებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მეტროს მატარებლების მემანქანეების ხელფასის გაზრდა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

„ყველას სამუშაოს პატივს ვცემ, თუმცა ჩვენ გვყავს ადამიანები, ვისაც არანაკლებ პასუხისმგებლობა აქვს და 700-800 ლარი აქვს ხელფასი. ამ ადამიანებს აქვთ ორჯერ თუ ორ-ნახევარჯერ მეტი ხელფასები. იმ სხვა ადამიანებმა რა დააშავეს, რომლებიც დღისა და ღამის განმავლობაში არანაკლებ საპასუხისმგებლო სამუშაოს აწარმოებენ ყოველდღიურ რეჟიმში. იმ ადამიანებს რა უნდა ვუპასუხოთ მერე. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, იქნება ეკონომიკური შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ხელფასების მატება არა მხოლოდ მეტროს მიმართულებით, არამედ ყველა მიმართულებით, რომელიც პრობლემაა, აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, მეტროს მემანქანეების ნაწილმა განაცხადა, რომ მეტროპოლიტენი 3 მაისს 06:00 საათიდან არ იმუშავებს, რადგან მათ მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან ხელფასების მატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებისას შედეგს ვერ მიაღწიეს.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი