უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 ოქტომბერი, 2017 16:15
font-size

ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნეს სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია -კახა კალაძე

„ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც აწუხებს მოსახლეობას, მათ შორის, დედაქალაქშიც, არის სამუშაო ადგილები, ადამიანების დასაქმება. სწორედ თქვენ უნდა შექმნათ ახალი სამუშაო ადგილები, თქვენ უნდა დაასაქმოთ ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით და ხელშეწყობით. მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მზად ვარ შესაბამისი გარემო და პირობები შევქმნათ ქალაქში, რომ რაც შეიძლება მეტი დასაქმებული, მეტი თვითრეალიზებული ადამიანი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს დედაქალაქს“, - ეს განცხადება კახა კალაძემ მეწარმეებთან და ბიზნესმენებთან შეხვედრისას გააკეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ბიზნეს სექტორს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ პოლიტიკაზე გაამახვილა. მისი თქმით, ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნეს სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ქვეყნის და ქალაქის აღმშენებლობაში, შესაბამისად, პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის თქვენი თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ და მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ბიზნესმენებთან კახა კალაძემ.
თბილისში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს კახა კალაძის გუნდის წევრმა, იურისტმა ირაკლი ხმალაძემ გააცნო.

მისი თქმით, გუნდი გეგმავს ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსებულად განვითარებას, ქალაქის რაიონების თანაბარი განვითარების ხელშეწყობას და ტურისტული ნაკადების გაზრდა.

„ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს ისტორიული უბნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ეს არის 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 4-წლიანი პროგრამა, რომლის განხორციელების შედეგად ჩვენ აუცილებლად გავზრდით ტურისტულ ნაკადებს და რაც მთავარია, გავზრდით მოსახლეობის შემოსავალს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, კახა კალაძის გუნდმა ენერგეტიკის სექტორში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და კერძო სექტორთან ეფექტიანი თანამშრომლობა შეძლო, რამაც გუნდს ღირებული გამოცდილება დაუგროვა.

„ჩვენ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას, რომ შევიმუშავოთ ეკონომიკურად გამართული და ორმხრივად ხელსაყრელი მოდელები. არასდროს ვჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან იმ მიზნით, რომ ბიზნესს რაც შეიძლება მეტი ვალდებულება ავკიდოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევიმუშაოთ საზოგადოებისა და ბიზნესისთვის ორმხრივად ხელსაყრელი მოდელი და შევქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის წარმატებით განხორციელებას. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი მიდგომით შევძლებთ მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ბიზნესმენებთან თბილისის მერობის კანდიდატის შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი