უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 თებერვალი, 2017 17:35
font-size

ქალბატონი მანანა კობახიძე, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის რჩეულია - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი წევრის, მანანა კობახიძის მიერ ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის მიერ არჩეული სასამართლოს ახალი წევრი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„საკონსტიტუციო სასამართლო არის ჩვენი კონსტიტუციური სისტემის, დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს სასამართლო განაგრძობს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანას ჩვენი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მანანას მოსამართლეობა ამ ყველაფერში დამატებით წვლილს შეიტანს. მინდა, მივულოცო ქალბატონ მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მანანა კობახიძე, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო როგორც პრინციპული და უშიშარი უფლებადამცველი, კვალიფიციური იურისტი და ღირსეული ადამიანია. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობა ნებისმიერი იურისტისთვის პროფესიული მწვერვალია.

„ქალბატონი მანანა კობახიძე, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის რჩეულია. ის წლების განმავლობაში ძალიან პრინციპული და უშიშარი უფლებადამცველი იყო. პირველ რიგში, ასეთად გაიცნო ქალბატონი მანანა ფართო საზოგადოებამ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა ის პოლიტიკურ მოღვაწეობას. ქალბატონი მანანა კობახიძე არის ღირსეული ადამიანი, ძალიან კვალიფიციური იურისტი და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დარწმუნებული ვარ, ის ძალიან დიდ წვლილს შეიტანს სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებაში და სასამართლოს ქმედით და ეფექტიან ფუნქციონირებაში. კიდევ ერთხელ, მინდა მოგილოცოთ, ქალბატონო მანანა ეს ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა არის პროფესიული მწვერვალი ნებისმიერი იურისტისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა 101 ხმით აირჩია.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე ფიცს დებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თანდასწრებით. შესაბამისად, მანანა კობახიძის მიერ ფიცის დადების ცერემონია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანდასწრებით გაიმართა.

ნინო ექვთიმიშვილი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ივანე მაჭავარიანმა სტუ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა SICA-ს გენერალურ მდივანთან

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) გენერალურ მდივანთან ვინისიო სერესო ანევალოსთან. მხარეებმა გა

საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში სუამი-იაპონიის მინისტერიალი გაიმართა

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა სუამი-იაპონიის მინისტერიალი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო, აზერ

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პრეზიდენტობის კანდიდატები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

დღეს ტელეკომპანია „იბერიას“ ოფისში გაიმართა ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების, აგრეთვე პრეზიდენტობის კანდიდატების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლ

პრეზიდენტობის კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფს“ სოლიდარობას უცხადებენ

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

ოპოზიციური პარტიები ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ,,სრულიად შემაშფოთებელია ტელეკომპანია „იბერიას“ და &b

თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების - სალომე ზურაბიშვილი

25 სექტემბერი, 2018 , 15:00

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები მის წინააღმდეგ დიდი ხანია სხვადასხვა მეთოდებით მოქმედებენ. როგორც მან ურეკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სწორედ მედიის მხრიდან პროპაგანდის მიზ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`