უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 თებერვალი, 2017 14:30
font-size

ქალბატონი ნატა ნაზღაიძე ამ სიტუციაში არაფერ შუაშია - ლევან მურუსიძე

იუსტიციის საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განმარტებით, ის კიდევ ერთხელ ესაუბრა მოსამართლე, ნატა ნაზღაიძეს და ნაზღაიძის ოჯახის წევრს მიერ მერიისგან მილიონობით ლარის მიღების საქმესთან დაკავშირებულ სათანადო დოკუმენტაციასაც დეტალურად გაეცნო.

მურუსიძე აცხადებს, რომ მოსამართლე ნაზღაიძის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა და არსებულ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

"არ მინდა დეტალებში შესვლა, ეს საერთოდ არ მაინტერესებს, ერთადერთი მე რაც მაინტერესებდა საუბარი იყო იმაზე, რომ ნატა ნაზღაიძეს აბრალებდნენ იმას, რომ ის არის კორუმპირებული და მექრთამე და კონკრეტული საქმის გამო აიღო კონკრეტული გარკვეული თანხა. ეს არის აბსოლუტური ცილისწამება არ შეესაბამება სიმართლეს და რეალურად მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მისი დისკრედიტაცია. ეს არის ჩემთვის ცხადი, დანარჩენი ახლა რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა, ეს არის მეორეხარისხოვანი, რომლითაც მე არ ვინტერესდები. საბოლოო ჯამში, მე ერთ წამითაც ეჭვი არ მეპარება, რომ ქალბატონი ნატა ნაზღაიძე ამ სიტუციაში არაფერ შუაშია. მას ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ერთი კაპიკი არ მიუღია. არაფრით არ უკავშირდება ეს რუსთავი 2-ს," - აცხადებს მურუსიძე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავები შეისწავლიან დოკუმენტაციას, რომელიც ამ საქმეზე უკვე არსებობს, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ მოსამართლის დადანაშაულება ქრთამის აღებაში არის აბსურდული ბრალდება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

თამარ ჩუგოშვილი ია კერზაიას საქმეზე: როდესაც წევრებს აქვთ განცდა, რომ საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული, ეს ძალიან სამწუხაროა

24 აგვისტო, 2019 , 12:57

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება მათ მოლოდინებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პროკურატურის მიერ ია კერზაიას საქმეზ

`რუსთავი 2` თანამედროვე საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცა და როგორც არ უნდა უნდოდეს გვარამიასა და სააკაშვილს მისი განადგურება, ამის უფლება არც ჟურნალისტებმა, არც საზოგადოებამ მათ არ უნდა მისცეს - თამარ ჩუგოშვილი

24 აგვისტო, 2019 , 12:28

"რუსთავი 2" თანამედროვე საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცა და როგორც არ უნდა უნდოდეს გვარამიასა და სააკაშვილს მისი განადგურება, ვფიქრობ, ამის უფლება არც ჟურნალისტებმა, არც საზოგადოებამ და არც მედიამ მათ არ უნდა მისცეს, -

ბატონი კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა - ბერიკა შუკაკიძე

23 აგვისტო, 2019 , 15:17

პარტიის "თავისუფალი საქართველო"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს: „აბსოლუტური

ხელისუფლება მუშაობს პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაში - გია ხუხაშვილი

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ტვ პირველის მფლობელის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წაყენებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ერთი აქტიური თემა მეორეთი გადაფაროს და საზოგადოება მუდმივად დაძაბულ რეჟიმში

ძალიან, ძალიან შეეცდებიან გადაყლაპვას, მაგრამ ყელში გაეჩხირებათ! - ინგა გრიგოლია

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ გენერალური პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "ძალიან, ძალიან შეეცდებიან გადაყლაპვას, მაგრამ ყელში გაეჩხირებათ! ვერ წაიღებენ ტვ პ

ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელი, პოლიტიკური პარტიის ჩამომყალიბებელი არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო შეკითხვაზე პასუხს, თუ რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში - გია ვოლსკი

22 აგვისტო, 2019 , 15:46

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ დაწყებულ გამოძიებას აფასებს და აცხადებს, რომ ბიზნესის ფლობა იქნება თუ პოლიტიკოსობა არ უნდა გაძლევდეს იმის უფლებას შენს მიმართ გამოძიებამ კით

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს