უკან

კომენტარი

23 ოქტომბერი, 2018 13:50
font-size

ქალბატონი ზურაბიშვილი ეწევა საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში - ოთარ კახიძე

თავის მართლების უსუსური მცდელობა - ასე აფასებს ,,ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე მმართველი გუნდის გუშინდელ ახსნა-განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა რუსეთ-საქართველოს შორის შეჩერებულია და შესაბამისად რუსულ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამების შეტანა ბევრს არაფერს შეცვლის.

ოთარ კახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნება“ კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.

,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ასევე განმარტა, რომ საერთაშორისო სასამართლოში დავა არა შეწყვეტილი, არამედ შეჩერებულია.

„ოფიციალურად ციტირებულია ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სასამართლო დავაში, რაც არის უტყუარი დასტური იმის, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი მაშინაც და ახლაც ეწევა საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.

დავა არ არის დასრულებული, ჯერ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტი შემდგარია, რომ იყენებს ზურაბიშვილის გამონათქვამებს, მაგრამ დავა დასრულებული არ არის. სასამართლომ მოუწოდა მხარეებს, რომ ამოეწურათ დიალოგის რესურსი, რომ სასამართლოში საქმის განახლებამდე ეწარმოებინათ დიალოგი, რა მიზნითაც საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო, გაეგრძელებინა წინამორბედი ხელისუფლების ნაბიჯები, გაეგზავნა ოფიციალური ნოტები და ეჩვენებინა სასამართლოსთვის, რომ დიალოგის ყველა გონივრული რესურსი არის ამოწურული და ამის შემდგომ ჩვეულებრივ განახლდებოდა დავა საერთაშორისო სასამართლოში. „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის აღიარება, რომ ამ სასამართლოში დავა აღარ მიმდინარეობს, ეს ნიშნავს კაპიტულანტურ დამოკიდებულებას საერთაშორისო სასამართლოებში დავების მიმართ,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამონარიდი რუსეთმა ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად წარადგინა. წიგნს „ქართული ტრაგედია 2003-2008“ ჰქვია. წიგნში სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმაზე, რომ თავდაცვის პოლიტიკის უკან საქართველოს ხელისუფლებას რეალურად საქართველოს ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნება სურდა.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში 2008 წელს შეიტანა. სარჩელი 1990-იანი წლებიდან დღემდე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნოწმენდას ეხებოდა. 2009-ში რუსეთმა საპასუხო სარჩელი მოამზადა.

ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი - დავით ჭიჭინაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

ბარემ ჩაგვსვან კოლბაში და გვაცხოვრონ იმ ვირტუალურ სამყაროში, როგორიც თავად წარმოუდგენიათ. ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი!- ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერ

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არის კატეგორიულად მიუღებელი

10 ივლისი, 2020 , 12:15

ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შ

სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიაზე: ჩემთვის სამწუხაროა და როგორც პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით

9 ივლისი, 2020 , 17:09

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება. ,,ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართ

პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდიან და ბრუნდებიან, მაგრამ დანაშაულის გამოძიება ყოველთვის იბლოკება - დავით ჭიჭინაძე

9 ივლისი, 2020 , 10:30

როდესაც გამოძიება პროკურორების, გენერალური პროკურორების და მინისტრების დონეზე ფერხდება, ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, ვინაიდან ამ ტალახს ის შეუთანხმებლად არ აიტანს. ფაქტია, რომ პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდ

ოპოზიციის განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას, ამიტომ არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 17:30

ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა ორ კვირაში გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ- გიორგი ვოლსკი

8 ივლისი, 2020 , 16:00

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე