უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მაისი, 2017 15:25
font-size

ქალი და კაცი კონსტიტუციისა და სახელმწიფოს წინაშე თანასწორნი არიან - თეა წულუკიანი

რუსთაველის გამზირზე მოწყობილ მიჯნურთა ხეივანში ახალგაზრდა წყვილმა ხელი მოაწერა, ხოლო ქორწინების მოწმობა მათ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადასცა.

მოწმობა „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკითაა გაფორმებული და რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება.

იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თანასწორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დღეს ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს და ყველას ვუსურვებ, რომელ საქმესაც არ უნდა ვემსახურებოდეთ, თავისი წვლილი შეეტანოს ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებაში.

დღეს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა, სერვისების განვითარების სააგენტომ ქორწინების სპეციალური მოწმობა გამოსცა. დღეს ვინც დაქორწინდება, მას გადაეცემა სპეციალური მოწმობა, რომელზეც აღნიშნულია შოთას უკვდავი სიტყვები აფორიზმი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, რადგან ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ იმ დროიდან, დღეს უკვე კანონით ადამიანები ქალები და კაცები იყვნენ თანასწორნი და თანასწორნი კანონის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლად დაქორწინებულ წყვილებს ეს პირველივე წუთიდან ესმოდეთ, რომ ორივენი ჩვენი კონსტიტუციისა და სახელმწიფოს წინაშე არიან თანაბარნი“, - განაცხადა წულუკიანმა.

ანა მებურიშვილი

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი