უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 ივლისი, 2018 12:50
font-size

ქალთა #5 დაწესებულებაში გამოცხადებული შიმშილობის მოსალოდნელ შედეგებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების სამინისტროს აკისრებს

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ბოლო დღეების განმავლობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელებული უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ თითქოსდა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია ქალთა #5 სპეციალურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულების გაშიშვლების გზით ე. წ. სრული შემოწმების თაობაზე, - ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,ამ განცხადებების ფონზე, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ქალთა #5 სპეციალურ დაწესებულებაში ქალი პატიმრების შიმშილობა მოთხოვნით, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა უნდა მოიხადოს ბოდიში ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის შესახებ ანგარიშში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო.

28 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნეს ერთობლივი ანგარიში - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“. ანგარიში წარმოადგენს მონიტორინგის შედეგებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა 2017 წ. 15 დეკემბრიდან 2018 წ. 15 ივნისამდე პერიოდში. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების შეჯამება და ანალიზი განხორციელდა ყველა იმ ინფორმაციის შეჯერებით, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა და სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა წლების განმავლობაში აპრობირებული, სანდო მეთოდოლოგიით.

ანგარიშში წარმოდგენილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: დაგვიანებული სამედიცინო მომსახურება და შედეგად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების საჭიროება, უცხოენოვანი ქალი პატიმრებისათვის სოციალიზაციის შესაძლებლობების ნაკლებობა, დედათა და ბავშვთა განყოფილებაში მოთავსებული ქალი პატიმრების პრობლემები, ბრალდებული ქალი პატიმრების პრობლემები და ა.შ. ქალი მსჯავრდებულების გაშიშვლების გზით სრული შემოწმება, კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად, რომლის იდენტიფიცირებაც ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ჯერ კიდევ 2015 წელს მოხდა. ხანგრძლივი დებატების შემდგომ ხელისუფლებამ გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის, ასევე - სახალხო დამცველის რეკომენდაცია და #5 დაწესებულებაში დაამონტაჟა სკანირების აპარატი. ამის მიუხედავად, დღესდღეობით გვაქვს ვითარება, როდესაც დაწესებულებაში შეყვანისას მსჯავრდებულები მაინც მოწმდებიან სრული გაშიშვლებით და ე. წ. ბუქნების გაკეთების გზით და ამის შემდეგ მათ დამატებით სკანერშიც ატარებენ. ამ მანკიერი პრაქტიკის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ფაქტობრივად ყველა გამოკითხული მსჯავრდებული ესაუბრა.

მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ დაწესებულებაში მიღებისას ქალ პატიმრებს არ სთავაზობენ არჩევანს შემოწმების ორ მეთოდს შორის, რაც ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემოწმება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მიუთითებენ სამედიცინო შემოწმებაზე.

ასეთ შემთხვევაში, სრული შემოწმება, რაზეც ანგარიშშია საუბარი, უნდა გაიმიჯნოს სამედიცინო შემოწმებისაგან, რომელიც ექიმის მიერ ხორციელდება და რომელსაც, არსებული კანონმდებლობით, არ უნდა ესწრებოდეს სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეჭვობს, რომ ქალ პატიმრებს, რომლებიც ამჟამად #5 სპეციალურ დაწესებულებაში შიმშილობენ, არა აქვთ წაკითხული ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივი ანგარიში. მათ ინფორმაცია ცალმხრივად და დამახინჯებულად აქვთ მიწოდებული, რაც იწვევს პატიმართა მღელვარებას. შესაბამისად, გამოცხადებული შიმშილობის მოსალოდნელ შედეგებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი პასუხისმგებლობას აკისრებს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას და სასჯელაღსრულებისა და პრობაციიის სამინისტროს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მზად არის ითანამშრომლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რაც ასახულია ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივ ანგარიშში. ამავე დროს, ორგანიზაცია მოუწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროს, გამოიჩინოს ღიაობა კრიტიკის მიმართ, იზრუნოს პატიმართა უფლებების დაცვაზე და ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემების გამოსწორებაზე“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი