უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 ივნისი, 2019 14:31
font-size

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის - ეკატერინე მიქაბაძე

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური მოდელი, სადაც საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი შესაძლებლობები და არადისკრიმინაციული წვდომა ექნება იმ სარგებელზე, რომელსაც თავად ეს საზოგადოება ქმნის, არის ერთადერთი გზა, რომ დავძლიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა - სიღარიბე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, რიგით მეორე რეგიონალური ფორუმის ორგანიზატორია ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“, აშშ-ს საელჩო საქართველოში დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა. პირველი რეგიონალური ფორუმი ქუთაისში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, ფორუმი გახსნეს ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძემ.

თავის გამოსვლაში, ეკატერინე მიქაბაძემ აქცენტი გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ბევრი რამე გაკეთდა გენდერული თანასწორობის მიმართულებით, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება.

„დღეს, 15-დან 64 წლამდე ქალების მხოლოდ 56 პროცენტია ჩართული ეკონომიკურ აქტივობაში, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი კაცებისათვის დაახლოებით 80 პროცენტია. ეს მიუთითებს ადამიანური კაპიტალის არასათანადოდ გამოყენებაზე. ქალების სრულფასოვანი ჩართვა სამეწარმეო საქმიანობაში საშულებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი გამოშვება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქალების იმავე დონით ჩართვა აქტივობაში, როგორ კაცების, ჩვენი ქვეყნის გამოშვებას 11 პროცენტით გაზრდის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სამინისტროს ცნობით, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არაერთი ღონისძიება ტარდება, სადაც ხდება ქალების კონკურენტუნარიანობის ზრდა სამეწარმეო უნარების და ფინანსური განათლების გაუმჯობესების გზით. მისი თქმით, ფინანსური თუ არაფინანსური ინსტრუმენტებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ერთად ეხმარება ქალებს უფრო მეტად ჩაერთონ ბიზნესში და გაძლიერდნენ, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება.

„ფორუმის ფარგლებში, ფუნქციონირებს საინფორმაციო პავილიონები, სადაც ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროგრამებს და მიიღონ მათი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მათ შორის, ფუნქციონირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონები“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

2023 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა -საქსტატი

31 იანვარი, 2024 , 10:38

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი