უკან


საზოგადოება

19 ივნისი, 2017 17:20
font-size

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგები 200-მდე მსმენელმა გაიარა

იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. 20 ივნისს, 12.00 სთ-ზე, სწავლების მონაწილეებს თიანეთის იუსტიციის სახლი უმასპინძლებს.

სლოგანით „იმოქმედე!“ იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას აწარმოებს და უფასო ტრენინგებიც მის ფარგლებში ტარდება. სოციალური კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კამპანიის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გამართა.

კამპანიის მიზანი საქართველოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებაა იმ სიახლეების შესახებ, რომელთაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონთა პროექტი განსაზღვრავს. ტრენინგების შედეგად მოქალაქეებს ექნებათ სრული ინფორმაცია, თუ რას ითვალისწინებს კანონმდებლობა მათი უფლებების დასაცავად და რა სერვისებს სთავაზობს ძალადობის მსხვერპლთ; ეს კი მათ საშუალებას მისცემთ, უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარებით.

სპეციალურად მომზადებული პროგრამით ტრენინგის მონაწილეები იღებენ ზოგად ინფორმაციას, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა აქვს მას პიროვნებასა და საზოგადობაზე; გაეცნობიან ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად დღეს არსებულ მექანიზმებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს გაუღრმავდება ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმაროს მსხვერპლს და როგორ ამოიცნოს ძალადობის ესა თუ ის ფორმა.

უფასო ტრენინგებზე მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას შემდეგ მისამართზე: http://tcj.gov.ge/ka/news/378/.

თითოეულ ჯგუფში მონაწილედ შეირჩევა პირველი 20 დარეგისტრირებული პირი. მთლიანობაში, 6 თვის განმავლობაში, ტრენინგები 74 ჯგუფისთვის ჩატარდება თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში და საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ჯამში, სწავლებებს 2500-მდე პირი დაესწრება.

23 სექტემბერს საქართველოში ინდოეთიდან დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს ჩამოაბრძანებენ

22 სექტემბერი, 2017 , 09:00

საქართველოში 23 სექტემბერს, 19:00-ზე ინდოეთიდან დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს დროებით ჩამოაბრძანებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ქადაგების დაწყებამდე არქიდიაკონმა

`თბილისი-ურბანული ცვლილებები` - დღეს გამოფენა გაიხსნება

22 სექტემბერი, 2017 , 09:00

დღეს, 14 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა - "თბილისი-ურბანული ცვლილებები" - გაიხსნება. „თბილისი - ურბანული ცვლილებები“ მიმოიხილავს მეოცე საუკუნეში თბილისში მიმდინარე განაშენიანების პროც

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ხანდაზმულთა პანსიონატში დასუფთავების აქცია მოაწყო

21 სექტემბერი, 2017 , 19:26

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში დასუფთავების აქცია მოეწყო. მასში თბილისის 48-ე, 138-ე, 143-ე, 149-ე და 159-ე საჯარო სკოლებიდან 60-მდე მოსწავლ

საჯარო რეესტრის ელექტრონულ სერვისებსა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიას საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები გაეცნენ

21 სექტემბერი, 2017 , 17:25

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის ელექრონული სერვისებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების პროექტის შესახებ პრეზენტაც

დამტკიცდა ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის წესი და ამოქმედდა შესაბამისი ვებგვერდი

21 სექტემბერი, 2017 , 17:10

21 სექტემბერს, ამოქმედდა ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის წესი და ამუშავდა მათი წარდგენის ვებგვერდი.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტ

გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტს `საქართველოს ერთიანობის მტრისთვის` საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს

21 სექტემბერი, 2017 , 17:10

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერილით მიმართავს. ,,სამწუხაროდ, იძულებული გავხდი მომემართა თქვენთვის, ვინაიდან ამოვწუ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე