უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მარტი, 2018 12:35
font-size

ქალთა მოძრაობა პარლამენტს მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ზვიად დევდარიანი არ აირჩიოს

ქალთა მოძრაობა საგანგებოდ მიმართავს საქართველოს პარლამენტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ აირჩიოს ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ზვიად დევდარიანი, რომელსაც მოძრაობა ქალთა მიმართ სექსულურ ძალადობაში ადანაშაულებს.

„16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ.

ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი და კარგად ცნობილი სამოქალაქო აქტივისტია. მას სერიოზული გავლენა და რეპუტაცია აქვს საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკურ წრეებში. ზვიად დევდარიანი ქალთა უფლებების ცნობილი დამცველიცაა და როგორც ჩანს, მისი ორმაგი სტანდარტები და კარგად შენიღბული სახე გახდა მიზეზი იმისა, რომ მის მიერ სექსუალურად შევიწროებულ ქალებს არ ჰქონდათ რწმენა და ძალა, რომ საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლათ...

ქალთა მოძრაობა სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაერთი ქალისთვის, სწორედ ჩვენი აფილირება ზვიად დევდარიანთან, შესაძლებელია გამხდარიყო მათი გაჩუმების და უიმედობის კიდევ ერთი მიზეზი.

ქალთა მოძრაობის წევრები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ანონიმურობას ამჯობინებენ. რაც, რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძალადობრივ, პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ. კულტურაში, რომელიც მსხვერპლს თავად აქცევს “დამნაშავედ”. ჩვენ არ გვაქვს არავითარი მიზეზი ეჭვი შევიტანოთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დევდარიანი მათ სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა. ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დევდარიანის მხრიდან გამუდმებული შევიწროვების შეჩერება...

გვსურს თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხმაწართმეულ ქალებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, ჩვენთვის, მეგობრობა თუ კოლეგიალობა არც ერთ შემთხვევაში არ გახდება იმის მიზეზი, რომ დავიცვათ და გვერდით დავუდგეთ არა მსხვერპლს, არამედ დამნაშავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა საქართველოს პარლამეტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოუწოდებს სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველს- გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ზვიად დევდარიანის კანდიდატურა 16 მარტს წარადგინა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ კი 14 მარტს მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს გადაუგზავნა.

საკანონმდებლო ორგანო კანდიდატებს კენჭს, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიონ.

ცირა გურგენიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი საგანგებო მიმართვა

1 აპრილი, 2020 , 22:12

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

1 აპრილი, 2020 , 21:08

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამია

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი - სახალხო დამცველი

1 აპრილი, 2020 , 21:00

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე, იუსტ

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 აპრილი, 2020 , 18:17

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშ

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

1 აპრილი, 2020 , 17:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

1 აპრილი, 2020 , 16:00

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით ს