უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 ნოემბერი, 2020 14:20
font-size

`ქამრების შემოჭერა`, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მთავრობამ და საჯარო სამსახურმა - სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკრი მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს.

ამასთან, მისი თქმით, უნდა მოხდეს სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, რადგან რეალურად ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები წარმოადგენენ პარტიულ აქტივს და არ ქმნიან რაიმე დოვლათს.

„ზოგადად, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობა იღებს გადაწყვეტლებას, რომელიც ურტყამს კერძო ბიზნესს და რომელიც გვემუქრება იმით, რომ კერძო სექტორში დაიკარგება ათობით ათასი სამუშაო ადგილი, ანუ კერძო სექტორი დაზარალდება, ასეთ დროს მორალურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც გამართლებული იქნებოდა, რომ პარალელურად მთავრობას ბიუროკრატიისთვის შემოეჭირა ქამარი. როდესაც მკაცრი ზომები შემოაქვს მთავრობას და არ აქვს მნიშვნელობა ამის მიზეზი რა არის, პანდემია, ეკონომიკური კრიზისი თუ სხვა, რა თქმა უნდა, "ქამრების შემოჭერა", პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მთავრობამ და საჯარო სამსახურმა. ეს განსაკუთრებით გამართლებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით რეგიონებში, ისეთ აიპ-ებსა და სსიპ-ებშია დასაქმებული, სადაც არანაირი დოვლათი არ იქმნება და სადაც ძირითადად დასაქმებული არის პარტიული ატივი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იქ უნდა მოხდეს სწორედ "ქამრების შემოჭერა", ხელფასების შემცირება, დასაქმებული ადამიანების შემცირება იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ეს ადამიანები იქ დოვლათს არ ქმნიან, უბალოდ ჩვენი გადასახადებიდან იღებენ ფულს, ინაწილებენ და ამას ახმარენ თავიანთ პარტიულ საქმიანობას“,- განაცხადა კაპანაძემ.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი - ალეკო ელისაშვილი

28 იანვარი, 2021 , 17:15

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი, - ამის თაობაზე პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვ

ნატო ჩხეიძე: ორ ადამიანს სამშობლოს ღალატი დააბრალეს - თეთრი ძაფით ნაკერიც არ არის, თეთრი ძაფით ნაჯღანი საქმეა

28 იანვარი, 2021 , 16:30

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ვალერი მელაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ეხმაურება მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ნატო ჩხეიძე.

გიგა ბოკერია არის პოლიტიკურად არავინ - თეა წულუკიანი

28 იანვარი, 2021 , 15:15

გიგა ბოკერია არის პოლიტიკურად არავინ, იმიტომ რომ მის პარტიას არჩევნებზე მიღებული აქვს 3%-იანი შედეგი, თვითონ მას კი პრაქტიკულად ნულოვანი შედეგი იმ დიდ ოლქში, სადაც მაჟორიტარად კენჭი იყარა, - ამის შესახებ განათლების, მეცნ

ადამიანებმა სულ რომ დაივიწყეს ყველაფერი, ამას მოჰყვა ის, რაც ნოემბრის ბოლოს დაგვემართა - პაატა იმნაძე

28 იანვარი, 2021 , 14:35

ზოგი ასე ვთქვათ, სხვის შეცდომებზე სწავლობს. ჩვენ ვნხეთ, რა ხდებოდა გაზაფხულზე მსოფლიოში. რატომღაც, დავრწმუნდით იმაში, რომ არაფერი დაგვემართებოდა. ზაფხული, პრაქტიკულად, ჩვეულებრივი, ნორმალური იყო. ადამიანებმა სულ რომ დაივ

პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს - არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი, 2021 , 17:40

პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს. ეს, ცალსახად, მართლმსაჯულების სისტემის საქმეა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თ

ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არა - ირაკლი ზარქუა

27 იანვარი, 2021 , 16:35

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით ამბობს: „პირადად ჩემთვის, ნაკლებად საინტერესოა, გუბაზა [სანიკიძე] პარლამენტში იქნება თუ არა. გუბაზასნაირი ტიპე