უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ნოემბერი, 2017 10:15
font-size

ქაოტური განაშენიანება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის - კახა კალაძე

ქაოტური განაშენიანება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის. ეს პრობლემა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა; ვიცით, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია და პრობლემები, რომლებიც ჩვენ თვითონ შევქმენით, - განაცხადა დედაქალაქის ახლად არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ ტვ ,,პირველის“ გადაცემაში - ,,რეაქცია“ ჩართვისას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ არ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, მომდევნო წლების განმავლობაში მართლაც შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება.

საკითხზე საუბრისას თბილისის მერმა მიწათსარგებლობის გეგმის მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

,,პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის მიწათსარგებლობის გეგმის მიღება. ამაზე უკვე დიდი ხანია დაწყებულია მუშაობა. ჩვენ, პირადად მეც შევხვდი ამ ჯგუფის წარმომადგენლებს, თავიდან ბოლომდე ჩართულები ვართ.

ვიცით, რომ ასევე, საზოგადოებაც იყო ჩართული, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები. იყო შენიშვნები, რომელიც იქნა გათვალისწინებული და მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული და ქალაქს ექნება მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც დაარეგულირებს ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია მშენებლობებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაც და შესაბამისი რეგულაციების მიღება.

,,გარდა ამისა, ჩვენ მოგვიწევს, გარკვეული რეგულაციების გამკაცრება. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მშენებლებთან, დეველოპერებთან, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ მშენებლობის ზომების უსაფრთხოების გამკაცრებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, თვითონ მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა და ამ მიმართულებითაც რეგულაციები გამკაცრდება.

ასევე, ფასადები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის და ალბათ არც თქვენ არ გსიამოვნებთ იმ საცხოვრებელი კორპუსების დანახვა, რომლის ფასადები მძიმე მდგომარეობაშია. სხვათა შორის, ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსები და მოპირკეთების გარეშე ექსპლუატაციაში ახალი საცხოვრებელი კორპუსების მიღება არ და ვერ მოხდება. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ჯგუფი უკვე მუშაობს და დადგენილებებიც იქნება საკრებულოსთან ერთად გამოცემული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

მაია ბითაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ქონება არ დააზიანონ

20 ოქტომბერი, 2018 , 17:10

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დედაქალაქში ნარჩენების სეპარირების დალუქული სტენდის დაზიანების ფაქტს ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ქონება არ დააზიანონ. როგორც მერს მოადგილე აცხადებს, მსგავსი მნიშვნ

EMC „კანაფის ლეგალიზაციის“ ფესტივალის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობისკენ და დამსწრეთა ინფორმირებისკენ მოუწოდებს

20 ოქტომბერი, 2018 , 16:40

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოეხმაურა „დედაენის“ ბაღში დღეისთვის დაგეგმილ „კანაფის ლეგალიზაციის“ ფესტივალს. ორგანიზაციის განცხადებით, სოციალურ ქსელში ღონისძიების

ქორწინების 25 წლისთავი გვაქვს 17 ნოემბერს და მინდა რომ აქ აღვნიშნოთ - სანდრა რულოვსი

20 ოქტომბერი, 2018 , 16:20

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ზუგდიდში ადგილობრივებს შეხვდა. სანდრა რულოვსმა მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები. მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ აქვე იმ

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

20 ოქტომბერი, 2018 , 14:55

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.  ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% - უცხოელი. აღსანიშნავ

საქართველო გერმანიასთან სურსათის უვნებლობის კუთხით თანამშრომლობას აღრმავებს

20 ოქტომბერი, 2018 , 14:55

გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტის (BfR) პრეზიდენტი ანდრეას ჰენსელი და ამავე ინსტიტუტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მაგნუს იეგერი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეო

სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი ევროკავშირის ელჩმა დაათვალიერა

20 ოქტომბერი, 2018 , 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორ „სარფს“ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ეწვია. ელჩმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოლი და ელექტრონული დაკვირვების თანამედროვე სის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`