უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 იანვარი, 2020 15:05
font-size

ქარელის მცხოვრებლებს იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლებათ

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქარელის მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

იუსტიციის სახლის მშენებლობა ქარელში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2019 წლის ივნისში დაიწყო, დასრულება კი წელს, აპრილშია დაგეგმილი.

როგორც აღინიშნა, ქარელის მცხოვრებლებს უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლებათ.

„ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლის ქარელის ფილიალი 1021 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება. ქარელის ფილიალი ქალაქ გორის შემდეგ მეორე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნება.

ქარელის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება. ამ დრომდე ქარელის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობს, უახლოეს მომავალში კი, ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის პირობებში დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის ახალი ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ“ ,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ქარელის იუსტიციის სახლი საქართველოში რიგით 25-ე იქნება.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 12 ახალი ფილიალი შეემატა, რის შედეგადაც 450-ზე მეტი სერვისით კომფორტულ პირობებში სარგებლობა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონისა და ბოლნისის მცხოვრებთაც შეძლეს.

„იუსტიციის სახლების არსებობის მანძილზე, ჩვეული მაღალი სტანდარტით ყველა ფილიალი ერთად 31 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა“ ,- განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი