უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 ივლისი, 2017 14:20
font-size

ქარელის მუნიციპალიტეტში ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ხუცაიძემ ქარელის მუნიციპლიტეტის მოსახლეობას გააცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათა არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული. იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება.

სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 24 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.

მესტიის სოფელ ხაიშთან ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

6 ივლისი, 2020 , 10:40

ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, პირველა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა

6 ივლისი, 2020 , 10:40

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს ღვინის სექტორის წახალისებას. საქართველოს ბანკისა და ხარება ჯგუფში შემავალი კომპანიების

ონში მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

4 ივლისი, 2020 , 17:21

"არა ონის კასკადს", "დაიცავი რაჭა"- ამ მოწოდებებით ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები, სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ონში ჰესის მშენებლობა

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

4 ივლისი, 2020 , 16:55

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიი

სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

გორი სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობის ნაწილმა, სასმელი წყლის მოთხოვნით, სოფლის ცენტრში აქცია გამართა. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავ

ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული - სურსათის ეროვნული სააგენტო

4 ივლისი, 2020 , 15:10

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში, ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს. აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ სურსათის ეროვნული სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე