უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ნოემბერი, 2016 17:40
font-size

ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის ურთიერთობას უნდა ვუწოდოთ მაგალითი ორი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის - ილია მეორე

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე მოსკოვში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, კირილს შეხვდა.

ილია მეორე რუსეთის დედაქალაქში პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება.
როგორც რუსული სააგენტო ,,რია ნოვოსტი’’ წერს, საქართველოს პატრიარქმა შეხვედრაზე ორ ქვეყნის ეკლესიების ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ურთიერთობას შეგვიძლია ვუწოდოთ მაგალითი ორი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის. ამ ურთიერთქმედების შედეგი არის მომლოცველებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდა რუსეთიდან’’, - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა პატრიარქ კირილთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ორ ეკლესიას შორის ურთიერთობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ორი სახელმწიფოსა და მათი ხალხებისათვის.

,,ჩვენ ვაძლევთ მაგალითს ჩვენ პოლიტიკოსებს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების თვალსაზრისით. უნდა აღვნიშნო, რომ არასდროს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ გვყოლია რუსეთიდან ამდენი დამსვენებელი, როგორც წელს და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს’’, - თქვა ილია მეორემ და აქვე აღნიშნა, რომ ორივე ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ წრეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს.

,,ვფქირობ, ჩვენ ამას შევძლებთ’’, - დასძინა ილია მეორემ.

თავის მხრივ, რუსეთის ეკლესიის მეთაურმა ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის ურთიერთობა შეაფასა როგორც ,,გულების დონეზე კავშირი,’’ რომლის გარეშეც მისი თქმით, ორი ქვეყნის ხალხებს შორის კეთილშობილური ურთიერთობა წარმოუდგენელია.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი