უკან

საზოგადოება

14 აპრილი, 2018 16:30
font-size

ქართულ ენას დიდი როლი აქვს ერისა და სახელმწიფოს გადარჩენის პროცესში- გიორგი მარგველაშვილი

ერის იდენტობის შენარჩუნებისათვის ქართული ენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისას.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ ენას დიდი როლი აქვს რთულ რეგიონში მცხოვრები მცირერიცხოვანი ერისა და სახელმწიფოს გადარჩენის პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 40 წლის წინ, ქართული ენის სტატუსის შენარჩუნებისა და დაცვის მოძრაობის ორგანიზატორებმაც, ალბათ, ბოლომდე არ იცოდნენ როგორ გაგრძელდებოდა მათი მომავალი, მაგრამ მათ გმირული ნაბიჯი გადადგეს, დაიცვეს მშობლიური ენა და სტიმული მისცეს ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღის წამოწყებას.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ენის განვითარების ისტორიული პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ როგორც კი სახელმწიფოს უჩნდებოდა მოტივაცია შეექმნა ახალი ძლიერი ტალღა, იმ მომენტში ჩვენი წინაპრები სწორედ დამწერლობასა და ენას იყენებდნენ მთავარ მაკონსოლიდირებელ ძალად.

“კიდევ ერთი, ჩვენი ერის ჩამოყალიბების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საკუთარი იდენტობის განსაზღვრაში იყო მეოთხე საუკუნე, როდესაც ჩვენ ქრისტიანობა მივიღეთ. და ამ მომენტშიც, ქრისტიანობის მიღება, გარდა სულიერი არჩევანისა, იყო შესაძლებლობა საკუთარი თავის გამოყოფის, იდენტიფიკაციის, საკუთარი ენდემურობის და განსაკუთრებულობის გამორჩევის და ამ მომენტშივე სწორედ ახალ ძალას იძენს ქართული დამწერლობა და ქართული ენა, რომელიც მანამდე როგორც ვხედავთ თუნდაც ადმინისტრაციულ დოკუმენტაციაში, ან სხვა შემორჩენილ წყაროებში, მანამდე ასე აქტიური არ არის, მაგრამ როგორც კი ერს და სახელმწიფოს უჩნდება მოტივაცია შექმნას ახალი ძლიერი ტალღა, ხელახლა დაადგინოს და განსაზღვროს თავის თავი, აი ამ მომენტში ჩვენი წინაპრები სწორედ ჩვენს დამწერლობას და ჩვენს ენას იყენებენ მთავარ მაკონსოლიდირებელ ძალად, გარკვეულ დვრიტად, რომელიც უნარს აძლევს პოლიტიკოსებს, უნარს აძლევს ერს, უნარს აძლევს საზოგადოებას იმისთვის, რომ შექმნას და დაამკვიდროს ძლიერად თავის იდენტობა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ აიტიტექნოლოგიებისა და ვირტუალური რეალობის კონტექსტში ქართული ენის და ქართული სახელმწიფოს წინაშე კიდევ ერთხელ დგას, სახელმწიფოს, ენის და ერის ერთდროულად გაძლიერებისა და გადარჩენის აუცილებლობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საზეიმო ღონისძიებაში სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმაც მიიღეს მონაწილეობა.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილება, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმებას გულისხმობდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება

ცირა გურგენიძე

მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი - ლაშა ჩხარტიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

20 აპრილი, 2019 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენ

მთაწმინდელებში ცალსხად ერთი განწყობაა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - შალვა შავგულიძე

20 აპრილი, 2019 , 12:15

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს ხვდება. შალვა შავგულიძე პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც „ევროპული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

20 აპრილი, 2019 , 11:12

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათს სრ

ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი გახდა

20 აპრილი, 2019 , 10:20

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი საქართველოში. ევროპა ნოსტრას პრეზ

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019