უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 დეკემბერი, 2018 14:00
font-size

ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პოლონეთში გაიმართა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გამომცემლობა „ვინისფერა“ (Vinisfera.Pl) იყო.

ფილმის ჩვენებაზე მოწვეული იყო 30-მდე პოლონელი ღვინის პროფესიონალი: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები. ფილმის ჩვენების დროს გაიმართა სხვადასხვა ქვევრის ღვინის დეგუსტაცია.

ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ რეჟისორია ამერიკელი კინორეჟისორი ემილი რელსბეიკი (Emily Railsback). ფილმის ხანგრძლივობაა 78 წუთია და მისი პრემიერა გასულ წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ამავე ფილმის ჩვენება ნოემბერში საერთაშორისო გამოფენა “EnoExpo”-ს ფარგლებშიც გაიმართა და პროფესიონალების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები იმართება. ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 27% შეადგინა.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი