უკან

საზოგადოება

17 ნოემბერი, 2017 16:10
font-size

ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას - კალათბურთის ფედერაციას საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაში ადანაშაულებენ

„კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაში ცდილობენ, გააყალბონ არჩევნები“, - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხეცურიანის განმარტებით, ფედერაციამ საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანების 64 წევრს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მინიჭებაზე უარი უთხრა. ყოფილი კალათბურთელის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

„მიმდინარე წელს შეიქმნა საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანება, რომლის ხელმძღვანელიცაა გიორგი ცინცაძე, გაერთიანება 64 მოთამაშისგან შედგება – ესენი არიან, როგორც სუპერლიგის, ასევე ა ლიგის მოთამაშეები. აღნიშნულმა გაერთიანებამ 13 ივლისს მიმართა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომ იგი მიეღო სრულუფლებიან წევრად და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მინიჭებოდა. სამწუხაროდ, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და გამგეობამ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. განმარტება არ გაუკეთებიათ, მაგრამ რამდენადაც მოარული ხმით ვიცით – მიმდინარე წლის 15 მაისს გამგეობას მიუღია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შემდგომი ყველა განაცხადი წევრობასა და დელეგატობის სურვილზე არ იქნებოდა დაკმაყოფილებული. ეს არის კიდევ ერთი უსამართლობა, არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილება, რომელსაც, ფედერაციის ხელმძღვანელობა სჩადის. ფაქტობრივად, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, კალათბურთელებს ჩამოართვეს თავიანთი პოზიციის დაფიქსირების უფლება. გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო დაანონსებული, არ იყო დედლაინის არსებობის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული. სხვა ჩემ მიერ დასახელებულ ფაქტებს, რომლებითაც ისინი ცდილობენ, გააყალბონ არჩევნები, ემატება ეს გარემოებაც. ფედერაცია ჩუმად, შენიღბულად მოქმედებს“, -თქვა ხეცურიანმა.

მან ჟურნალისტებს იმ განცხადების ასლიც წარუდგინა, რომლითაც გიორგი ცინცაძემ ფედერაციას სრულუფლებიანი წევრობის თხოვნით მიმართა.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, გაერთიანება კიდევ ერთხელ მიმართა უწყებას შემახსენებელი წერილით, რომ განემარტათ თავისი გადაწყვეტილება, თუმცა ფედერაციას პასუხი არ გაუცია.

კალათბურთელ გიორგი ცინცაძის თქმით, ქართულ კალათბურთში მძიმე მდგომარეობაა. მან ასევე განმარტა გაერთიანების შექმნის მიზეზები.

„შეიძლება, გარედან ისე არ ჩანს, მაგრამ დამერწმუნეთ, 15 წელია ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ და თუ მოვა კალათბურთში ჩახედული ადამიანი და მეტყვის, რომ ამ სფეროში კარგი მდგომარეობაა, გამეცინება და ავუხსნი, რომ ასე არ არის.

დავაარსეთ კალათბურთელთა გაერთიანება? შარშან „ქუთაისში“ ვთამაშობდი, მოვიგეთ საქართველოს თასი და კუთვნილი თანხა არ ჩარიცხეს. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ეს მოთამაშეთა კავშირი, რათა დაგვეცვა მსგავსი ფაქტებისგან მოთამაშეები. ფაქტობრივად, პროფესიონალების უმრავლესობა მხარში გვიდგას და სამწუხაროა, რომ არ მოხდა ჩვენი გუნდის დარეგისტრირება ფედერაციის სრულუფლებიან წევრად. არ ვარ ჩახედული, ფედერაცია რას საქმიანობს. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობს, მაგრამ ეს არ არის წინსვლა. ჩემი აზრით, დღეს ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას და შველა სჭირდება”, – განაცხადა კალათბურთელმა.

ცინცაძემ აღნიშნა, რომ არჩევნებში ხეცურიანს უჭერს მხარს.

ანა მებურიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვ

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესი გააცნო დღეს მედიას საარჩევნო ადმინისტრაციამ. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძ

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ,

თემირლანის საფლავთან ამომივიდნენ, აქ უნდოდათ დოლ-გარმონის გამართვა - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეს „პანკისობა 2018“-ის დღესასწაული ჩაიშალა. ამის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და ადგილობრივების მწვავე პროტეტსტი გახდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილის საფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`