უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2018 12:50
font-size

ქართულ მხარეს მოუწოდეს, აღარ იყოს სხვისი ინტერესების გამტარებელი და ამის მაგივრად შეეცადოს მეზობლებთან ურთიერთობების დალაგება - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდზე რუსეთმა და საოკუპაციო ძალებმა ხაზი გაუსვეს, რომ რეგიონული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება „აშშ-სა და ნატო-ს აქტიურობა საქართველოს ტერიტორიაზე“. - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებამ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და აშშ-ის სახელწმიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ პროვოკაციული უწოდა.

„რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა დელეგაციებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ რეგიონალური უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს აშშ-სა და ნატო-ს აქტიურობა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ვაშინგტონისა და თბილისის გეგმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზებისა და 2019 წელს მორიგი ფართომასშტაბიანი მრავალეროვნული სწავლების ჩატარების შესახებ. ქართულ მხარეს მოუწოდეს, აღარ იყოს სხვისი ინტერესების გამტარებელი და ამის მაგივრად შეეცადოს მეზობლებთან ურთიერთობების დალაგება.

პროვოკაციულად უნდა შეფასდეს ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ. ზუსტად ასეთმა უპასუხისმგებლო მესიჯებმა 2008 წლის აგვისტოში თბილისს დანაშაულებრივი სამხედრო ავანტურისკენ უბიძგა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული მხარის მტკიცებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრებზე არსებული ვითარება სტაბილურია, რასაც ქართული მხარე არ დაეთანხმა.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრებზე არსებული ვითარება დისკუსიის ყველა მონაწილის მიერ (გარდა საქართველოს წარმომადგენლებისა) მთლიანობაში, აღიარებული იყო როგორც სტაბილური. საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ არის“, - ნთქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების თქმით, მოლაპარაკებებზე ასევე ისუაბრეს ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ.

„ლაბორატორიაში ვიზიტის შესახებ ანონიმური საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული ზედაპირული დასკვნა არ ხსნის ჩვენს შეშფოთებას ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ბაქტერიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის გათვალისწინების კონტექსტში“, – წერია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ჰუმანიტარული ჯგუფის მუშაობა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აფხაზური და სამხრეთ ოსური დელეგაციების პოზიციის მიუხედავად, გადაწყდა იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემის მოსაგვარებლად თანათავმჯდომარეების მიერ შემუშავებული შესაძლო მიდგომების განხილვა.

„სოხუმი და ცხინვალი ჟენევაში აღნიშნული თემის განხილვაზე პრინციპულ უარს აცხადებენ, რადგან საქართველომ ეს საკითხი გაერო-ს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში რეგულარულად შეიტანა, ხოლო ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში დაშვება არ აქვთ მათი მრავალი მიმართვის მიუხედავად“, - წერია განცხადებაში.

რუსული მხარის ცნობით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 2019 წლის აპრილში გაიმართება.

ია კერზაიას საქმეზე `ევროპული საქართველო` გენერალურ პროკურორს პარლამენტში იბარებს

26 მარტი, 2019 , 17:06

„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე გენერალურ პროკურორს პარლამენტში იბარებს. სერგი კაპანაძის თქმით ამ დრომდე, დასჯილი არ არის არც ერთი პირი, ვინც ია კერზაიას წინააღმდეგ დევნასა და ზეწოლაში მონაწილეობდა.

კობა გვენეტაძე პარლამენტში დეპუტატების წინაშე აპრილში წარდგება

26 მარტი, 2019 , 16:40

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აპრილის თვეში პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარდგება, რაზეც მან პარლამენტს წერილობით უკვე მიმართა. ეროვნული ბანკის ცნობით, კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს პლენარულ სხდ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონელ გენერალს შეხვდა

26 მარტი, 2019 , 16:40

საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განხილვის მთავარი თემა იყო თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურ გენერალ-მაიორ მარტინ ჰარემს შორის გ

ჟენევის ფორმატი არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს - პრეზიდენტის პრესსპიკერი

26 მარტი, 2019 , 14:26

ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა. ის უალტერნატივოა დღესდღეობით, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მასზე მუშაობა. ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს, - ამის შესახებ პრე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

25 მარტი, 2019 , 16:40

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა. დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველო

დარგობრივმა კომიტეტმა განბაჟებაზე ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას მხარი დაუჭირა

25 მარტი, 2019 , 16:08

საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ. ინიც