უახლესი ამბები
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
პოლიტიკა


„ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის, „იბერიასა“ და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში - ნატო ჩხეიძე
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ნატო ჩხეიძის მტკიცებით, „ „ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არ აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, ტელეკომპანია “იბერიას“ დაბრუნებასა და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში“. - ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მმართველ ძალას არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებია ზაზა ოქუაშვილისთვის, მათ შორის არც სამართლიანობის აღდგენის კუთხითაც.
„მიხეილ ჯავახიშვილმა ერთხელ ბახჩო ქობულოვს უთხრა: - კალმის წვერზე მიზიხარო. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ეს კალმის წვერი თაბახის ფურცლებად იქცა და ახლა ყველამ ვიცით, ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი და რა არის ბახჩო ქობულოვი.
უნდა მივმართო მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს: კალმის წვერზე მიზიხართ!
ბატონი ირაკლი კობახიძე უნდა ვამხილო ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში.
უნდა განვმარტო, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, „იბერიას“ დაბრუნებასა და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად ბრძანებს პარლამენტის თავმჯდომარე“,- განაცხადა ჩხეიძემ.
მისივე ინფორმაციით, ოქუაშვილის ბიზნესი სრული შემადგენლობით 2004 წლის 18 დეკემბერს ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ ყალბი აქციზური მარკების ბეჭდვის ბრალდებით.
„ეს ბრალდება ვერ დაამტკიცეს და ვერც დამტკიცდებოდა, რადგან მსოფლიოში არ არსებობდა ყალბი აქციზური მარკები. ამის მიუხედავად, უკანონოდ დაედო საგადასახადო დავალიანება 24-მილიონი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში გაჩერებით ათეულობით მილიონი ლარის ზარალი მიადგა. ამის მიუხედავად, მაშინდელმა მთავრობამ „ომეგა ჯგუფს“ მისცა რესტრუქტურიზაცია, რომლის გადახდაც ხუთი წლის განმავლობაში შესაბამისი კანონის მიხედვით მოხდა.
ოქუაშვილი 2005 წლიდან რეგულარულად ჩამოდიოდა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. 2013 წელს ზაზა ოქუაშვილმა თვითონ - „ქართული ოცნების“ დახმარების გარეშე დაიბრუნა ტელეკომპანია “იბერია“. მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედს“ უჩივლა სასამართლოში, თუმცა სასამართლო აღარ გაიმართა, რადგან ტელეკომპანია “იმედმა“, რომლის შემადგენლობაშიც რატომღაც ტელეკომპანია „იბერია“ აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, კეთილი ნებით „იბერია“ მის კანონიერ მფლობელს გადასცა.
„ქართული ოცნების“ მთავრობას არაფერი სასიკეთო ზაზა ოქუაშვილის მიმართ არ მოუმოქმედებია, მათ შორის არც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით - სულ პირიქით კი, რამდენიც გნებავთ! ვისაც ძალიან უკვირს, თუ რად უნდა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ზაზა ოქუაშვილისგან ბანკის საშუალებით დარეკეტებული 4-მილიონი, განვმარტავ, სწორედ იმიტომ, რადაც უნდოდათ თითო კოლოფი სიგარეტიდან 2-ნახევარი თეთრი“, - განაცხადა ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:

გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
19 იანვარი, 2021 , 11:43

საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
18 იანვარი, 2021 , 21:32

ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
18 იანვარი, 2021 , 20:59

ვმუშაობთ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე - სერგო ჩიხლაძე
18 იანვარი, 2021 , 17:15

ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
18 იანვარი, 2021 , 16:10

პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
18 იანვარი, 2021 , 15:20