უკან

კომენტარი

18 თებერვალი, 2020 13:25
font-size

„ქართულ ოცნებას“ მაგიდაზე უდევს კომპრომისული წინადადებები, აირჩიონ ნებისმიერი და შეწყვიტონ რეპრესიები - გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საზოგადოების დაკვეთა იყო და არის პროპორციული არჩევნები, რომლის პირობაც თავის დროზე დადო ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ბევრი ვარიანტი შესთავაზა, რომელიც მათთვის იდეალური სულაც არ იყო, თუმცა „ქართულ ოცნებას“ გონივრული კომპრომისი არ აინტერესებს.

ამ კომენტარით გიგა ბოკერია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„დესტრუქციული ძალა იქნებითო, თუ ახლა რაღაცას არ იზავთო, ხომ ასე თქვა? ისე არა ვართ დესტრუქციული ძალა? ჯერ ეს დააზუსტოს იქნებ, ვერ გავიგე, ანუ ახლა გავხდებით? რაც შეეხება მის ე.წ. წინადადებას, ისტერიკაც მინახია და ისტერიკაც, რამდენჯერ უნდა გაიმეოროს ეს სისულელე ამ ივანიშვილის კლოუნმა, ამაზე ხომ პასუხი მიიღო, საზოგადოების დაკვეთა იყო, არის და რა პირობაც დადო ივანიშვილმა დაღვრილი სისხლის და გავრილოვის ღამის შემდეგ, არის პროპორციული არჩევნები. ჩვენ შევთავაზეთ მათ ბევრი ვარიანტი არაიდეალური, არა სრულად პროპორციული, მაგრამ არსებითად პროპორციული, ამაზე პასუხად მივიღეთ, რომ არ აინტერესებთ გონივრული კომპრომისი და დაგიჭერთო, რადგან ივანიშვილს აქვს ბრიყვული გათვლა, რომ დაჭერების მუქარითა და დაჭერებით ამ არანორმალურ ვითარებაში გადარჩება და ძალაუფლებას შეინარჩუნებს, მწარედ ცდება“ ,- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერია ამბობს, რომ მმართველ პარტიას კომპრომისული წინადადებები მაგიდაზე უდევს და მოლაპარაკებებს სწორედ ისინი უნდა დაუბრუნდნენ.

„თუ ის გონს მოეგება და ამის ნიშნებს ჯერ ვერ ვხედავ, მაშინ მაგიდაზე უდევთ კომპრომისული წინადადებები, ბევრნაირი, ნებისმიერი აირჩიონ იქიდან, შეწყვიტონ რეპრესიები, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები და შემდეგ შედარებით ნორმალურ ვითარებაში შეეგუონ იმ ვერდიქტს, რაც ექნება ამომრჩეველს, იქამდე მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებელი არიან ეგენი ივანიშვილის დავალებით და არა ოპოზიცია“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი - დავით ჭიჭინაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

ბარემ ჩაგვსვან კოლბაში და გვაცხოვრონ იმ ვირტუალურ სამყაროში, როგორიც თავად წარმოუდგენიათ. ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი!- ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერ

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არის კატეგორიულად მიუღებელი

10 ივლისი, 2020 , 12:15

ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შ

სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიაზე: ჩემთვის სამწუხაროა და როგორც პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით

9 ივლისი, 2020 , 17:09

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება. ,,ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართ

პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდიან და ბრუნდებიან, მაგრამ დანაშაულის გამოძიება ყოველთვის იბლოკება - დავით ჭიჭინაძე

9 ივლისი, 2020 , 10:30

როდესაც გამოძიება პროკურორების, გენერალური პროკურორების და მინისტრების დონეზე ფერხდება, ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, ვინაიდან ამ ტალახს ის შეუთანხმებლად არ აიტანს. ფაქტია, რომ პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდ

ოპოზიციის განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას, ამიტომ არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 17:30

ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა ორ კვირაში გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ- გიორგი ვოლსკი

8 ივლისი, 2020 , 16:00

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე