უახლესი ამბები
- 08.03.2021 19:11კახა კალაძე ფარულ ჩანაწერზე: მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ
- 08.03.2021 18:08მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
- 08.03.2021 17:36ყველამ ყველაფერი კარგად იცის, დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
- 08.03.2021 16:55მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
- 08.03.2021 16:25„ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
- 08.03.2021 16:25ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია - მამუკა მდინარაძე
- 08.03.2021 15:35„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე
- 08.03.2021 15:05„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება - გიგი უგულავა
- 08.03.2021 15:05მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია - ხატია დეკანოიძე
- 08.03.2021 15:05საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - მიხეილ ყაველაშვილი
არქივი
კომენტარი


„ქართულ ოცნებას“ უკვე არავითარი უფლება აღარ აქვს, რომ მორალურად გაასამართლოს წინა ხელისუფლება - ნატო ჩხეიძე
პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში სერიიდან - „რაც უნდა მეთქვა“ სტატუსს აქვყენებს, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ იმ რეზოლუციას ეხება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟმად გამოცხადებას ითვალისწინებს.
„იმას, რაც სესიაზე უნდა მეთქვა, ფბ- ზე მივუჩენ ადგილს.
დღეს პარლამენტის სხდომაზე განსასჯელ-შესაფასებლად გამოტანილია რეზოლუცია.
ცხადია, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველი მხარს არ დაუჭერს.
მაშასადამე, „ქართული ოცნების“ მხადაჭერის იმედი აქვთ.
მე თავიდანვე უნდა მოგახსენით ის, რომ ეს რეზოლუცია პოლიტიკურ კონიუნქტურად მიმაჩნია.
ჯერ ერთი: თუ წინა ხელისუფლების საქმიანობის შეფასება გვინდოდა, ეს უნდა მომხდარიყო ყოველგვარი კოჰაბიტაციის გარეშე.
რა გამოდის - ორმა პარტიამ შეთანხმებლურად დაიწყო მოქმედება: ახალმა ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის რეჟიმი ირჩია, როგორც თავად გვარწმუნებდნენ, ხელი გაუწოდეს წინა ხელისუფლებას, გადის 6 წელი და უეცრად გადაწყდა მათთან გამიჯნვა და მათი საქმიანობის დაგმობა?
მეორეც - არაერთი მომხრე „ნაციონალური მოძრაიბისა“ ამჟამად „ქართული ოცნების“ პარტიის წევრია - ასეა პარლამენტში, ასეა მთავრობაში, სასამართლოსა თუ პროკურატურაში..
თუ დაიგმობა „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ის წევრები, რომლებიც ჩამოსცილდნენ თავიანთ პოლიტიკურ ბანაკს სხვადასხვა მოსაზრებების გამო და საპირისპირო პოლიტიკურ ბანაკში გადავიდნენ, გასამართლდებიან თუ არა?
და თუ გასამართლდებიან, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანებმა დაგმონ თავიანთი წინანდელი მოქმედება და ის შერაცხონ დანაშაულად?
დანაშაულად და არა - შეცდომად.
მესამეც - „ქართულ ოცნებას“ უკვე არავითარი უფლება აღარ აქვს, რომ მორალურად გაასამართლოს წინა ხელისუფლება, რადგან მათაც საკმაოდ დაუგროვდათ შეცდომებიც და დანაშაულებიც.
არადა, სხვას რომ ბრალს სდებ, შენ თვითონ მორალურად შეუბღალავი უნდა იყო.
და რაც მთავარია: თუ შეფასებაა, უპირველესად უნდა შევაფასოთ ეროვნული მთავრობის დამხობა, რამაც ქვეყანა ისე ძლიერ დააზიანა, რომ იმ შედეგებს კვლავაც მწარედ ვიმკით.
ბევრი რამ მოგვარებული გვექნებოდა და ახალი ხელისუფლებანიც მოერიდებოდნენ ყოველგვარ ძალადობას, ეროვნული ხელისუფლების ის იარაღით დამხობა რომ არა, რომელიც უკვე შეფასებულია ჩვენი ხალხის მიერ და მიჩენილი აქვს თავისი ადგილი მათ მეხსიერებასა თუ ტექსტებში, მაგრამ საქართველოს პარლამენტი ვალდებულია დაარქვას მას ის სახელი, რასაც იმსახურებს, ანუ სამხედრო გადატრიალება და შესაფერისი მორალური მსჯავრიც გამოუტანოს მის მონაწილეებს.
ეს უკვე აღარ იქნება პოლიტიკური კონიუნქტურა, რადგანაც ერთი-ორი ადამიანის გარდა, რომელიც ჩვენს პარლამენტშიც ბრძანდებიან, არც ერთ სხვა დეპუტატს არ მიუძღვის ასეთი დანაშაული ქვეყნის წინაშე -
იარაღის ძალიათ ხელისუფლების დამხობისა.
ამიტომაც სრული უფლება გვაქვს ეს მორალური განაჩენი სწორედ ჩვენ გამოვიტანოთ. და სანამ ის უმაღლესი ძალადობრივი ქმედება არ შეფასდება საქართველოს პარლამენტის მიერ, ანუ ხელუსუფლების იარღით დამხობა, რომელმაც სათავე დაუდო სახელისუფლო ბერკეტების ძალადობრივ გამოყენებას მომდევნო ხელუსუფლებების მიერ, - ვერ ვიქნებით სამართლიანნი, მით უფრო, შორს ვიქნებით მორალური სამართლისაგან, და წინა- მომდევნო ხელუსუფლებების შეფასებები ერთმანეთის მიმართ სწორედაც, რომ პოლიტიკურ კონიუნქტურად წარმოჩინდება და არა სამართლიანობისა და ზნეობრიობის დამკვიდრების მცდელობად, რისი მოვალეც ნამდვილად არის ქვეყნის პარლამენტი.
დიახ, შეფასებები უნდა დავიწყოთ თავიდან, ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟიდან, ის მართლაც დანაშაული უნდა შევაფასოთ და მხოლოდ ამის მერე გადავდგათ, ისიც აუცილებლობის შემთხვევაში, შემდგომი ნაბიჯები.
ვფიქრობ, რომ პარლამენტი უნდა მოიქცეს თავისი ღირსების შესაფერისად, - მოვლენები უნდა შეაფასოს არა პირადი და თუ გნებავთ, პარტიული ინტერესების შესაბამისად, არამედ ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. როგორც ილია გვასწავლიდა, უნდა შევძლოთ და ვიყურით არა ჩვენი კარის ჭუჭრუტანიდან, არამედ, კარი უნდა გამოვაღოთ და ისე შევხედოთ ჩვენს მამულს,“ - წერს ნატო ჩხეიძე.
საკვანძო სიტყვები:

კახა კალაძე ფარულ ჩანაწერზე: მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ
8 მარტი, 2021 , 19:11

ყველამ ყველაფერი კარგად იცის, დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
8 მარტი, 2021 , 17:36

„ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
8 მარტი, 2021 , 16:25

მიხეილ სარჯველაძე ჩანაწერებზე: არ მგონია, გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდეს
8 მარტი, 2021 , 14:15

გავრცელებული ჩანაწერი არის 2010 წლის და „კაგებეშნიკურადაა“ დამონტაჟებული - მამუკა მდინარაძე
7 მარტი, 2021 , 10:28

ნიკოლოზ და ამირან გამყრელიძეები ალბათ, ოჯახში გაარკევენ, თუ რა განცხადებას აკეთებს ნიკოლოზი და რას თვლის ბატონი ამირანი საჭიროდ - ეკატერინე ტიკარაძე
6 მარტი, 2021 , 11:25