უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ივლისი, 2017 17:05
font-size

ქართულ სუნელებში მასშტაბური დარღვევები არ აღინიშნება - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს მონტორინგს მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებსა და ტოქსიკურ ელემენტებზე, მათ შორის ტყვიის შემცველობაზე სუნელებში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ მიზნით 2015-2016 წლებში აღებულია 38 ნიმუში, საიდანაც ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატებოდა 1 შემთხვევაში.

2017 წელს სააგენტომ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული სხვადასხვა ობიექტიდან უკვე აიღო 60-მდე ნიმუში, რომლებიც გაგზავნილია კვლევისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და დეტალური ინფორმაცია შედეგების შესახებ მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. ამ დროისთვის არსებული ლაბორატორიული კვლევით წელს 1 ნიმუშშია აღმოჩენილი დარღვევა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი ტყვიის შემცველობაზე სხვადასხვა სურსათში, მათ შორის, სუნელებში. არსებული მონაცემებით, მასშტაბური დარღვევები არ აღინიშნება და ქართული სუნელები შეზღუდვის გარეშე გადის 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

აგრეთვე, ადგილობრივი ბაზრის დაცვის მიზნით, შემოსავლების სამსახურთან ერთად გამკაცრებულია კონტროლი მესამე ქვეყნებიდან ნედლეულის შემოტანაზე.

ქართულ დოკუმენტურ ფილმებს ბოლონიის კინოფესტივალზე აჩვენებენ

18 ივნისი, 2019 , 16:05

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმები „თუჯი“, „ხაბაზები“, „მეკვლე“ და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ ბოლონიის

საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს

18 ივნისი, 2019 , 16:05

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა ფინანსურ შეთანხმებას, დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს,- ამის შესახებ „მედიანიუსს&l

საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა

18 ივნისი, 2019 , 15:17

საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე განიხილეს ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები. ამასთან, გალ

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტს განახორციელებს

18 ივნისი, 2019 , 14:45

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტს განახორციელებს. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და საქართველოში USAID მისიის დირექტორმა, პი

ლევან დავითაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

18 ივნისი, 2019 , 13:25

სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების მეტი პოპულარიზაციისა და მოქნილი კომუნიკაციისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობის ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და ხედვების გაცნობა, - ამის შესახებ გარემოს და

თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო

18 ივნისი, 2019 , 13:25

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის მინისტრის ინიციატივით გაიმართ