უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

28 ივნისი, 2018 17:30
font-size

ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები ჰონგ კონგის ნავსადგურში იმავე პირობებით ისარგებლებენ, როგორც ჰონგ კონგის გემები

ჰონგ კონგის ნავსადგურში თავისუფალ შესვლასთან, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და დამხმარე საზღვაო მომსახურების გამოყენებასთან, ასევე მასთან დაკავშირებულ საფასურებთან და გადასახდელებთან, საბაჟო საშუალებებთან და დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ნავმისადგომისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფასთან დაკავშირებით ისარგებლებენ იგივე პირობებით, როგორითაც სარგებლობენ ჰონგ კონგის გემები - ამას ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც 28 ივნისს, საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის გაფორმდა.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მოაწერა.

„საქართველო პატარა, მაგრამ მიმზიდველი ქვეყანაა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის ქვეყნის ღია ბაზრის, ლიბერალური ეკონომიკისა და სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

მისი თქმით, საქართველო არის რა აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული წევრი, თავისუფალი ვაჭრობის პრივილეგიებით სარგებლობს ევროკავშირთან, EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან და ახლა უკვე ჰონგ-კონგთან.

„ბიზნეს-მეგობრული პოლიტიკა, ძლიერი რეგიონალური და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები და გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა - ეს ის ფაქტორებია, რის გამოც საქართველო რეგიონში ინვესტირებისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი ქვეყანაა,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

საქართველსო ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურების სფეროში შეთანხმების პირობების შესაბამისად, საქართველოსთვის მიმზიდველია ტურიზმის სექტორი და ასევე სატრანსპორტო მომსახურება საზღვაო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით. ჰონკონგი ამ ორივე მომსახურების მნიშვნელოვანი იმპორტიორია. ის ფაქტი, რომ შეთანხმების პირობების თანახმად, ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები ჰონგ კონგის ნავსადგურში იმავე პირობებით ისარგებლებენ, როგორც ჰონგ კონგის გემები, უპრეცედენტოა ჰონგ კონგსა და სხვა ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმებებისგან განსხვავებით, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ცნობადობას და ხელს შეუწყობს ქართული დროშის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობისუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი