უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მარტი, 2017 12:15
font-size

ქართული ეკლესია საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის წინა ხაზზე იყო - ირაკლი კობახიძე

დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, ვიყოთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს თანამედროვე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამნეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის სიძლიერისთვის ბრძოლა ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სიძლიერისთვის ბრძოლას ნიშნავდა. პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შეუძლებელია დაამარცხო ის, რაც მოყვასისადმი სიყვარულზე, თავისუფლებასა და პატრიოტიზმზეა დაფუძნებული.

”საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის სიძლიერის ბრძოლა, ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სიძლიერისთვის ბრძოლას ნიშნავდა. 100 წლის წინ ეს ბრძოლა ჩვენი ეკლესიისა და სამშობლოს გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წელს, ერთი წლით უსწრებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს თარიღებიც ცხადჰყოფს, რომ ქართული ეკლესია საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის წინა ხაზზე იყო. ქართული ეკლესიის თვითმყოფადობას ვერ მოერია ვერც საბჭოთა რეპრესიული მანქანა. შეუძლებელია დაამარცხო ის, რაც მოყვასისადმი სიყვარულზე, თავისუფლებასა და პატრიოტიზმზეა დაფუძნებული. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, ვიყოთ საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამედროვე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა - კობა გვენეტაძე

23 სექტემბერი, 2020 , 15:55

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიცი

ბოლნისში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ბოლნისში, "ქართული ოცნების" აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები და კედლებზე დაწერეს შეურ

ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრებს ცრუ მითითებებს სუს-ის დავალებით აძლევდნენ - თინა ბოკუჩავა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს რამდენიმე რეგიონიდან, უკანონო და ცრუ დავალებებს აძლევდნა პირი, რომელმაც თავი გააცნო, როგორც გიორგი ნოზაძე. "ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევ

სტუ-ის ფაბრიკაციის ლაბორატორიაში ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთი „ინოვაციურ მაგიდად“ გარდაიქმნა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი), „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში, კოვიდპანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი ინოვაციები განახორციელა, რომელთა შორის ერთ-ერი წარმატებული მოდული &

რევაზ კოპალაძე: ინსტრუმენტები, რომლითაც აღჭურვეს სპეციალური მმართველი და რის გამოყენებასაც აპირებენ, მიმართულია კომპანიის გაკოტრებისკენ

23 სექტემბერი, 2020 , 14:40

„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ სარჩელის შეტ

„ფორდის“ მარკის 300 მიკროავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა

23 სექტემბერი, 2020 , 14:20

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით 15 ივლისს გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან და 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.