უკან

კონფლიქტის ზონა

7 სექტემბერი, 2017 23:54
font-size

ქართული ენის სწავლა ახალგორის რაიონში არ აიკრძალება - მურად ჯიოევი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ახალგორში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა იყო.

ცნობილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვედრილ საქართველოს მოქალაქეებსამ მხრივ გარკვეული პრობლემები შეექმნათ.

როგორც ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა განუცხადა, ქართულ ენაზე სწავლებაზე რაიმე შეზღუდვა არ იქნება.

მისი თქმით, ქართული ენის სწავლა ახალგორის რაიონში არ აიკრძალება.

„რაც შეეხება ლენინგორის რაიონის სკოლებში სწავლას, დეტალურად განვუმარტეთ, რომ მშობლიურ ენაზე სწავლა არ იკრძალება. საუბარია იმაზე, რომ ლენინგორის რაიონის სკოლები შეუერთდნენ სამხრეთ ოსეთის განათლების საერთო სისტემას. დღეს არსებობს 6 ქართული და ამ სკოლებში სასწავლო პროცესი ქართულ ენაზე მიმდინარეობს, მაგრამ წელს, პირველი კლასიდან იწყება ოსურ ენაზე სწავლაც, შემდეგ დაემატება ინგლისური ენაც, ასე რომ, არც ერთი საათი არ იქნება შემცირებული ქართულ ენაზე გაკვეთილები. ემატება ოსურ ენაზე სწავლაც, რომ სკოლის კურსდამთავრებულებმა შეძლონ სწავლის გაგრძელება სამხრეთ ოსეთში, საქართველოში ან რუსეთში. აქამდე ქართული სკოლის კურსდამთავრებულებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეეძლოთ სწავლის გაგრძელება“ - აცხადებს ჯიოევი.

საკითხზე კომენტარი გააკეთა შეხვედრის მონაწილემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.

„დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაცხადებულ იქნა, რომ 1-დან 4 კლასამდე დამატებული იქნება ოსური ენა სწავლების კურსს. მათი განცხადებით, ქართული ენის შეზღუდვა არ განხორციელდება. ჩვენ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, უკიდურესად მგრძნობიარეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისევე, როგორც მთლიანად ცენტრალური მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას,“ - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

საოკუპაციო ძალების მიერ 68 წლის მწყემსის გატაცების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია

18 ივნისი, 2018 , 10:45

გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრის, 68 წლის მიშა პეტრიაშვილის გატაცების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გუშინ გაიტაცეს, რო

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში აფხაზეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტებისთვის დროებითი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

14 ივნისი, 2018 , 12:55

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში აფხაზეთში ტურისტული მიზნებით ჩამოსული უცხოელი მოქალაქეებისთვი

მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში - ფედერიკა მოგერინი

13 ივნისი, 2018 , 11:10

ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებ

ევროპარლამენტში საქართველო რუსეთის კონფლიქტის საკითხზე დებატები გაიმართა

13 ივნისი, 2018 , 11:10

12 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა განხილვა თემაზე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდეგ.  სხდომაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

13 ივნისი, 2018 , 10:35

12 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გ

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ათი წელი რუსეთის შეჭრის შემდეგ“ ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

12 ივნისი, 2018 , 10:30

ევროპარლამენტი დღეს გამართავს დებატებს, თემაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ათი წელი რუსეთის შეჭრის შემდეგ“. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.  ევროპარლამე

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე