უკან

საზოგადოება

26 სექტემბერი, 2020 11:40
font-size

ქართული ენის უპატივცემულობის მაგალითებით წინა არჩევნების მსგავსად, არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია გამონაკლისი - „თავისუფალი საქართველო“

„თავისუფალი სართველოს“ ქობულეთის მაჟორიტარი კანდიდატი რუსუდან ოქროპირიძე არაქართულენოვანი საარჩევნო პლაკატების გამოჩენას ეხმაურება. მისი თქმით, ქართული ენის უპატივცემულობის მაგალითებით წინა არჩევნების მსგავსად, არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია გამონაკლისი.

„ქართული ენა საქართველოს ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობა და მისი სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობაა. იგი საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო-სახელმწიფოებრივი კუთვნილებაა. საქართველოს სახელმწიფო თავის ყველა ფუნქციას ამ ენაზე ასრულებს, იცავს მას და განსაზღვრავს მისი, როგორც სახელმწიფო ენის, ფუნქციონირებისა და განვითარების პოლიტიკას. ქართული ენის უპატივცემულობის მაგალითებით წინა არჩევნების მსგავსად, არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია გამონაკლისი. იმ რაიონებში, სადაც დასახლებულია ეთნიკურად არაქართველი ჩვენი მოქალაქეები, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია საარჩევნო პლაკატებს აკრავს მხოლოდ არაქართულ ენაზე, რაც პირდაპირ არის ქართული ენის უპატივცემულობა და ამავდროულად კანონის დარღვევა. „სახელმწიფო ენის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი პლაკატები აბრები თუ სხვა საშუალებები სრულდება სახელმწიფო ენაზე, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეთნიკური უმცირესობები მჭიდროთაა დასახლებული, შესაძლებელია ქართულ ენასთან ერთად იყოს სხვა ენაზეც შესრულებული, ჩვენ კი ვხედავთ, რომ საარჩევნო პლაკატები შესრულებულია მხოლოდ უცხო ენაზე და უგულებელყოფილია ჩვენი სახელმწიფო ენა. სწორედ ესეთი მიზანმიმართული ქმედებები იწვევს მჭიდროდ დასახლებული ეთნიკური უმცირესობების კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას და ხელს უშლის ქართულ საზოგადოებაში მათ სრულყოფილ ინტეგრაციას.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატივი სცენ სახელმწიფო ენასა და კანონს. ამავდროულად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას მკაცრად გააკონტროლოს აღნიშნული საკითხი და გადადგას დროული და ქმედითი ნაბიჯები, რათა დაცული იქნეს სახელმწიფო ენა და კანონი. „თავისუფალი საქართველო" იდგა და მუდამ იდგება ქართული ენის დაცვის სადარაჯოზე", - აცხადებს რუსუდან ოქროპირიძე.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი