უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

13 აპრილი, 2019 15:20
font-size

ქართული ღვინის დაყენების მეთოდი უნიკალურია - ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში

ტოკიოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ფარგლებში, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ ქართული ღვინის პრეზენატაცია იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის გამართა.

ეროვნული ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას 120-მდე სტუმარი:ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, იაპონიის სომელიეთა ასოციაციის წევრები, სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც კენიჩი ოჰაში 3 საათის მანძილზე ქართული ღვინის კულტურასა და ქართულ ღვინოს აცნობდა.

მათივე ცნობით, კენიჩი ოჰაშიმ სტუმრებს უამბო, რომ ქვევრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა, ქართული ქვევრის ღვინის წარმოება 8000 წლის წინ დაიწყო და ღვინის წარმოების ქართული მეთოდი უნიკალურია მთელს მსოფლიოში.

ღვინის მაგისტრმა ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი აზრით, ასევე განაპირობებს ქართული ღვინის გემოვნურ თვისებებსა და განუმეორებლობას.

„საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელი ქვეყანაა, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს. ასევე საინტერესოა ჯიშების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალია და მინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ ქართული ღვინის შესახებ, რადგან ეს უძველესი ისტორიული ცოდნაა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალია“, - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.

კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს ხელმძღვანელობს. ეს კომპანია ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში 2017 წლიდან ახორციელებს.
პრეზენტაციის მსვლელობის დროს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინის კომპანიების სხვადასხვა დასახელების ღვინოები: „შატო მუხრანი“, „თბილღვინო“, „თელედა/ორგო“, „თელიანი ველი“, „სტორი“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „ასკანელი ძმები“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თელავის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა შუმი“ და „სესიაშვილის მარანი“.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

ირანი: კორონავირუსის 2 269 ახალი შემთხვევა, 75 გარდაცვლილი

6 ივნისი, 2020 , 16:55

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 2 269 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 169 425-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაშ

აშშ: კორონავირუსის 24 720 ახალი შემთხვევა, 921 გარდაცვლილი

6 ივნისი, 2020 , 16:49

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 24 720 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით კიდევ 921 ადამიანი გარდაიცვა

თურქეთი: 930 ახალი კოვიდინფიცირებული, 18 გარდაცვლილი

6 ივნისი, 2020 , 15:40

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 930 ადამიანს კი ვირუსი დაუდგინდა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 168 340 შემთხვევაა აღწერილი, 4 648 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 133 400 კი გამოჯანმრთელდა.

დაგავიწყდათ, რომ საქართველომ ტერიტორიის თითქმის მესამედი დაკარგა? - ალექსანდრ ლუკაშენკო

6 ივნისი, 2020 , 14:40

ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც უბედურება არ უნახავს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ახალი მთავრობის დანიშვნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლუკაშენკომ ჩამოთვალა ყ

რუსეთი: კორონავირუსის 8 855 ახალი შემთხვევა, 197 გარდაცვლილი

6 ივნისი, 2020 , 12:36

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 197 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 8 855 ახალი შემთხვევა. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 458 687 შემთხვევაა რეგისტრირებულ

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 21 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ

6 ივნისი, 2020 , 12:27

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და გლობალური ჯანდაცვის მხარდასაჭერად 21 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ. თანხა დიაგნოსტიკის, თერაპიისთვის, ასევე კვლევებისა და კორონავირუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!