უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 ოქტომბერი, 2016 13:30
font-size

ქართული ღვინის კულტურას პოლონეთში შეასწავლიან

ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ღვინის აკადემიის სკოლაში შეასწავლიან. აღნიშნულის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდს შორის (Galicja Vitis) გაფორმდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას პოლონეთში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით. პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი თანამშრომლობს პოლონეთის ღვინის აკადემიასთან (Podkarpacka Akademia Wina, http://akademiawina.org/), რომლის ბაზაზეც 2015 წელს ქალაქ იასლოში ღვინის სკოლა ჩამოყალიბდა, სადაც ლექციებს ქართული ღვინის კულტურის შესახებ წაიკითხავენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული მემორანდუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლონეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის გაზრდას.

„პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია და ზოგადად ქართულ ღვინოს პოლონეთში დიდი პოტენციალი აქვს. ასევე ყოველწლიურად მზარდია პოლონეთიდან ღვინის ტურიზმი. ველოდებით, რომ ქართულ ღვინოს მომავალში უფრო და უფრო მეტი დამფასებელი ეყოლება. დღეს მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ სასწავლებელში ქართული ღვინის შესახებ ლექციებს წაიკითხავენ. ჩვენ მათ ჩვენი მხრიდან დავეხმარებით ინფორმაციითა და სარეკლამო მასალის მიწოდებით და მაქსიმალურას ჩავერთვებით, რომ უფრო მეტი კარგი ღვინო იყოს წარმოდგენილი პოლონეთში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ორგანიზაცია “Galicja Vitis” პოლონეთში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ღვინის კონკურსის Wine Contest GALICJA VITIS-ის (http://galicjavitis.pl/en/) დამფუძნებელია. როგორც აღნიშნული ფონდის წარმომადგენელი, პოლონელი ღვინის მწერალი და ენოლოგი ვოიჩეკ ბოსაკი (Wojciech Bosak) აცხადებს, ქართული ღვინო საკმაოდ პოპულარულია პოლონეთში, სადაც მაღაზიებში, ღვინის სახლებსა და რესტორნებში ქართული ღვინის ფართო არჩევანია.

„საქართველო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება პოლონელი ტურისტებისთვის, ღვინის ტურიზმისთვის, მათთვის, ვინც დაინტერესებულია ნახოს ვენახები, ღვინის საწარმოები, მწარმოებლები და რაღა თქმა უნდა დააგემოვნოს ღვინო. ჩვენი მეღვინეობა-მევენახეობის ხელშემწყობი ფონდის მიზანია მიაწოდოს საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ, როგორც მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან დაგვეხმარება ხელი შევუწოთ ქართულ ღვინოს, რომელსაც დიდი ისტორია და კულტურა აქვს. ჩვენ გავაცნობთ ქართულ ღვინოს ჩვენი პროფესიონალური მეღვინეობის სკოლის სტუდენტებს” - აღნიშნა ბოსაკმა.

მისივე თქმით, ქართული ღვინის მიმართ დიდი ინტერესია და ზოგიერთმა პოლონელმა მეღვინემ დაიწყო ღვინის წარმოება კახური მეთოდით. „რა თქმა უნდა, შედეგი ისეთივე არ არის, როგორიც კახეთშია, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია. რაც შეეხება ჩვენი კონკურსის წესებს, გასულ წელს ჩვენ გვქონდა სპეციალური კატეგორია ჭაჭაზე დაყენებული თეთრი ღვინოებისთვის, რაც უმეტესად ქართველ პოტენციურ მონაწილეებზე იყო გათვლილი. ეს მეტ შანსს აძლევს ქართულ ღვინოს, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული ჩვეულებრივ სტანდარტულ ღვინოებთან შედარებით” - აღნიშნა ვოიჩეკ ბოსაკმა.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია - 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1,6 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 47%-ით აღემატება.

ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.7 %-ით შემცირდა

19 აგვისტო, 2019 , 14:25

2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 12.4% - ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.7% - ით შემცირდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართვე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9232 ლარი გახდა

16 აგვისტო, 2019 , 17:32

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9232 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9182 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

„გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები

16 აგვისტო, 2019 , 15:36

სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინ

ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა

16 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. როგორც “მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე არის

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია

16 აგვისტო, 2019 , 11:54

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპი გამოვლენილია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9182 ლარი გახდა

15 აგვისტო, 2019 , 17:21

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9182 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს