უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 მარტი, 2018 12:45
font-size

ქართული ღვინის ლონდონში წარადგინეს

11-12 მარტს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა ,,RAW WINE” (The Artisan Wine Fair) ტარდება, რომელშიც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები მონაწილეობენ.

გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში წელს წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ბაბანეურის მარანი“, „ნათენაძის მარანი“, „შატო ხაშმი“, „მეღვინეობა ეთნო“, „მეღვინეობა ველინო“, „ნიკალას საოჯახო მარანი“, „მეღვინეობა ტიბაანი“.

გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი).

გამოფენზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა.
ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.

საქართველო ,,RAW WINE”-ში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის ფართომასშტაბით წარმოჩენისა და გაცნობის შესაძლებლობას მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ვარშავაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება გაიმართა

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება -„Human Rights of Conflict Affected Populat

დუბლინში ორგანიზებულ ევროკავშირის საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერებმა მესამე ადგილი მოიპოვეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ირლანდიაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა დუბლინში ჩატარებული ახალგაზრდა გამომგონებლების კონკურსში გამარჯვებულ ქართველ ახალგაზრდებთან. ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ - სტივენ ნიქსი

19 სექტემბერი, 2018 , 11:15

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ძალისხმევას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ, - ამის შესახებ IRI-ს ევროპისა და აზიის პროგრამე

აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ - თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში - ბრაიან უიტმორი

19 სექტემბერი, 2018 , 11:15

აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბ

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კავანის საგრაფოს ეწვია

18 სექტემბერი, 2018 , 14:45

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი კავანის საგრაფოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრები გამართა კავანის მერთან მადელინ არგუსთან, საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან ტომ

სირიის ანტიოსაჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ისრაელის თვითმფრინავის მაგივრად რუსული Ил-20 ჩამოაგდო - დაიღუპა 15 სამხედრო

18 სექტემბერი, 2018 , 13:30

სირიის ანტისაჰაერო თავდაცვამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-20 ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განმარტებით, სირიული მხარე ისრაელის საჰაერო ძალების 

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`