უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

22 მარტი, 2019 14:45
font-size

ქართული ღვინო ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაზეა წარმოდგენილი

21-23 მარტს ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 100th China Food & Drinks Fair“ იმართება, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს.

„The China Food & Drinks Fair“ 1955 წლიდან იმერთება და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენად ითვლება ჩინეთში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ გამოფენაში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება.

გასული წლების მსგავსად, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის გამოფენა წელსაც კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოჩნდა: გაფორმდა ახალი საექსპორტო ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები დაიწყო პოტენციურ იმპორტიორებთან.

ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია და ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 600 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუმჯობესდა

18 აპრილი, 2019 , 11:40

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა. ინდექსის თანახმად, საქართველოს 28.98 ქულა აქვს. საქართველოს რეიტინგი 2018 წლის ინდექსთან შე

უნგრეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

17 აპრილი, 2019 , 10:36

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართულ

მინსკში წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე

16 აპრილი, 2019 , 12:55

მინსკში ქართული სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე. ღვთისმსახურება შე

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია

16 აპრილი, 2019 , 10:15

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ფრანგულ მედიას საფრანგეთის სახანძრო სამსახურის პრესსპიკერმა, გაბრიელ პლიუსმა განუცხადა. „ხანძარი ჩამქრალია. თვალს ვადევნებთ ცეცხლის

რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია - რუმინეთის პრემიერი

15 აპრილი, 2019 , 16:20

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას განცხადებით, მოხარულია, რომ მასპინძლობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და მთავრობის წევრებს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე განიხილეს საქა

პრემიერ-მინისტრმა რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

15 აპრილი, 2019 , 15:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუქარესტში, რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, გვირგვინით შე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019