უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

21 მაისი, 2019 12:35
font-size

ქართული ღვინო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი

ლონდონის საგამოფენო ცენტრში ღვინის საერთაშორისო „Olympia London“ გამოფენა „London Wine Fair 2019” იმართება, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელი, ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ქართული ღვინის სამ პრეზენტაცია-დეგუსტაციას ჩაატარებს: ქვევრის ღვინოზე, საფერავსა და თანამედროვე ღვინოებზე.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თამარ ხანიშვილმა აღნიშნა, გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ღვინის პროფესიონალების მხრიდან საკმაოდ დიდია.

„აღნიშნული გამოფენა არის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ღვინის სფეროში მოღვაწე უამრავ პროფესიონალს იზიდავს. გამოფენას ესწრებიან ღვინის ექსპერტები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან. გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო შანსია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ ევროპელ მომხამარებელს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას“ - აღნიშნა თამარ ხანიშვილმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი ქართული ღვინისთვის, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.

London Wine Fair ტარდება 1981 წლიდან და ღვინის სფეროში მიჩნეულია წლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებად. გამოფენაში, რომელიც მიმდინარე წელს 20-22 მაისს იმართება, 14 000 სხვადასხვა დასახელების ღვინოა წარმოდგენილი მსოფლიოს 35 ქვეყნიდან.

“მე ჩემი არჩევანი გავაკეთე“ - ინგუშეთის პირველი პირი თანამდებობას ტოვებს

25 ივნისი, 2019 , 11:42

ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი იუნუს-ბეკ ევკუროვი თანამდებობას ტოვებს. მას გადადგომის კონკრეტული მიზეზი სპეციალურ ტელემიმართვაში არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, ინგუშეთის მოსახლეობაში დაქსაქსულობა და ამ დაქსაქსულობაშ

რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრუნდება

25 ივნისი, 2019 , 11:15

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების საშუალებას აძლევს. რუსეთის დელეგაცია უკვე ჩავიდა სტრასბურგში, რათა საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში მიიღოს მონაწილეობა. რეზოლ

რუსეთი ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

22 ივნისი, 2019 , 18:40

რუსეთი ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. რუსული სააგენტოები ინფორმაციას ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.მათივე ცნობით, ფრენები 8 ივლისიდან შეჩერ

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს

22 ივნისი, 2019 , 17:50

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს. დოკუმენტს, რომლის ადრესატი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, ამ დროისთვის 3500-მდე ხელმოწერა აქვს და ეს რიცხვი მატულობს. „რ

ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება - დონალდ ტრამპი

22 ივნისი, 2019 , 11:42

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას

დავით ზალკალიანმა შვედ ხალხს ეროვნული დღესასწაული - ზაფხულის ბუნიობა მიულოცა

20 ივნისი, 2019 , 11:55

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც შვედეთის ეროვნული დღესასწაული - ზაფხულის ბუნიობა საზეიმოდ აღინიშნა.