უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 თებერვალი, 2019 16:27
font-size

„ქართული ხელნაწერები - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა” - მზექალა შანიძემ თსუ -ში „წლის პირველი საჯარო ლექციის“ წაიკითხა

„ქართული ხელნაწერები - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“ - თსუ ემერიტუსმა პროფესორმა, მზექალა შანიძემ „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სტუმრები ესწრებოდნენ. უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორი მზექალა შანიძე უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა თაობის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები ერთმანეთს ხვდებიან და ამის შესაძლებლობას „პირველი საჯარო ლექციაც“ იძლევა. „101 წლის წინ, 12 თებერვალს, ამ კედლებში დიდმა ივანემ პირველი საჯარო ლექცია წაიკითხა. 2015 წელს ეს ტრადიცია აღდგა და მას შემდეგ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები საჯარო ლექციას კითხულობენ. ქალბატონი მზექალა შანიძე ძალიან საინტერესოდ გვესაუბრა სპეციალისტებსაც და არასპეციალისტებსაც ქართულ ხელნაწერებზე. კარგია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

„უნივერსიტეტმა ძალიან კარგი ტრადიცია შემოიღო - მან აღადგინა პირველი საჯარო ლექციის წაკითხვის ტრადიცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დაწყებეულია. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ეს ტრადიცია უთუოდ გვაკავშირებს ჩვენ იმ დროსთან, როდესაც უნივერსიტეტი დაარსდა და გვაძლევს საშუალებას გავითვალისწინოთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც იმთავითვე იყო უნივერსიტეტის მესვეურთა მიერ დასმული - ქართული ენის მდგომარეობა, ქართული და ქართველური ენების შესწავლა და ქართული ხელნაწერების შესწავლა. ივანე ჯავახიშვილი, უნივერსიტეტის დამაარსებელი, ძალიან დიდი სპეციალისტი იყო თვითონ ქართული ხელნაწერებისა,“- განაცხადა მზექალა შანიძემ.

„წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში ყოველწლიურად ტარდება. პირველი საჯარო ლექცია პირველად 101 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში).

„წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“ 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა; 2016 წელს თსუ ემერიტუს პროფესორმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „რამ გადაგვარჩინა?“. 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „თანამედროვე მონაცემები უძველესი ჰომოს შესახებ;“ 2018 წლის 12 თებერვალს თსუ პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „იოანე პეტრიწის ჰენადების თეორია და მისი ახალი ანთროპოლოგია".

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

24 აგვისტო, 2019 , 15:20

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიალში მონაწილ

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს