უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

7 ნოემბერი, 2018 17:25
font-size

ქართული კინო ქუთაისს უბრუნდება

16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს, სადაც კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახანს დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.

რამდენიმე დღის მანძილზე ქუთაისი კინომოყვარულთათვის ნამდილი ეპიცენტრი იქნება, რადგან იქ თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები. ასევე, კინოფორუმის ფარგლებში ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში" კინოკრიტიკოსებითვის და კინობლოგერებისთვის ვორქშოპს გამართავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც კინოფორუმზე მოხდება, საქართველოში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის „თეთრი ხიდი" დაარსების დაანონსებაა, რომელიც 2019 წლიდან, ყოველწლიურად ქუთაისში გაიმართება. ახალი ფესტივალის შესახებ ცნობილი ქართველი მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და არაერთი ლეგენდარული ქართული ფილმის სცენარის ავტორი, ქუთაისში დაბადებული და ამ ქალაქის გულშემატკივარი - რეზო გაბრიაძე ვიდეო მიმართვის საშუალებით ისაუბრებს. ქუთაისის კინოფორუმი სწორედ რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმით „ჰარი, ჰარალე, დედაო!" გაიხსნება.

წელს ქართული კინო 110 წლის იუბილეს აღნიშნავს და მისი დაბადება სწორედ ქუთაისს უკავშირდება. ქუთაისელმა რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა ფილმების შექმნა ბაქოში 1908 წელს დაიწყო. სამწუხაროდ ეს ფილმები შემორჩენილი არ არის, თუმცა ცნობილია მათი სახელები და ქრონომეტრაჟი, რის გამოც ქართული კინოს ათვლის წერტილად 1908 წელი ითვლება. მოგვიანებით, 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" გადაიღო, რომელიც ქართული კინოს საეტაპო და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია.

ქუთაისის კინოფორუმს ეროვნული კინოცენტრი ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით წარმოადგენს. ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი სულ ახლახანს გაფორმდა.

ბზა - ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები

18 აპრილი, 2019 , 13:38

ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია

როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა

17 აპრილი, 2019 , 15:22

თუ თქვენ ეძებთ იდეებსა და შთაგონებას, როგორ გააწყოთ სააღდგომო სუფრა მარტივად, ლამაზად  და რაც მთავარია, იაფად, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. სააღდგომო სუფრის მორთვა-გაწყობა ერთგვარი სადღესასწაულო რიტუალია, რაშიც მთელ

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ გაიმართება

17 აპრილი, 2019 , 13:39

ვითიბი ბანკი განაგრძობს ქართული ფეხბურთის განვითარების მხარდაჭრას. 16 აპრილს, დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეოთხე ტურნირი დაიწყო. ტურნირში მონაწილეობას იღებს

კომპანია Bentley გთავაზობთ პირველად იხილოთ ახალი FLYING SPUR

16 აპრილი, 2019 , 13:46

კომპანია Bentley - მსოფლიოში წამყვანი მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია - 2019 წელს წარმოადგენს, სრულიად ახალ ოთხ-კარიან გრან ტურერს (Gran Turismo) , რომელიც თავის თავში გააერთიანებს - დინამიკაზე, დახვეწილობაზე

ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

11 აპრილი, 2019 , 13:00

ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს, გამარჯვებული დაჯილდოვდება საგზურით კოპენჰაგენში, ეროვნული ნაკრების 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე: დანია - საქართველო. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქარ

შავი ხვრელის პირველი ფოტო - ასტრონომიაში ახალი ეპოქა იწყება

10 აპრილი, 2019 , 17:50

საერთაშორისო პროექტის Ever Horizon Telescope (EHT)-ის ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი გამოსახულების დემონსტრაცია მოახდინეს. სურათის შექმნა 8 რადიოტელესკოპის ქსელის დახმარებით მოხდა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო განთავსებ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019