უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 ნოემბერი, 2018 17:15
font-size

ქართული კინოფორუმი ქუთაისში ხვალ გაიხსნება

ქართული კინო ქუთაისს უბრუნდება.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს, სადაც კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც ახლახანს დასრულდა და ჯერ ფართო ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია. რამდენიმე დღის მანძილზე ქუთაისი კინომოყვარულთათვის ნამდილი ეპიცენტრი იქნება, რადგან იქ თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები.

კინოფორუმი 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრში „საქართველო“ ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის და არაერთი ლეგენდარული ქართული ფილმის სცენარის ავტორის – რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის “ჰარი-ჰარალე დედაო!” ჩვენებით გაიხსნება, რომლის ავტორიც ლევან გაბრიაძეა.

ქართული კინოს ფორუმის ფარგლებში სულ 5 სრულმეტრაჟიანი ახალი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები:

„აღლუმი“ (რეჟისორი – ნინო ჟვანია)
„ჰორიზონტი“ (რეჟისორი – თინათინ ყაჯრიშვილი)
„ურსუსი“ (რეჟისორი – ოთარ შამათავა)
„მეზობლები“ (რეჟისორი – გიგიშა აბაშიძე)
„სანამ მამა დაბრუნდება“ (რეჟისორი – მარი გულბიანი)

სრულმეტრაჟიანი ფილმების გარდა, ქუთაისი კინოფორუმი დამსწრე საზოგადოებას მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამასაც შესთავაზებს, რომელიც 17 და 18 ნოემბერს გაიმართება.

კინოჩვენებების პარალელურად დაგეგმილია კინოკრიტიკოსებითვის და კინობლოგერებისთვის განკუთვნილი ვორქშოპი, რომელსაც ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში“ გაუწევს ორგანიზებას. ვორქშოპს სერბი კინოკრიტიკოსი, კინოჟურნალისტი და ფესტივალის პროგრამების კოორდინატორი – ვლადან პეტკოვჩი გაუძღვება.

წელს ქართული კინო 110 წლის იუბილეს აღნიშნავს და მისი დაბადება სწორედ ქუთაისს უკავშირდება. ქუთაისელმა რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა ფილმების შექმნა ბაქოში 1908 წელს დაიწყო. სამწუხაროდ ეს ფილმები შემორჩენილი არ არის, თუმცა ცნობილია მათი სახელები და ქრონომეტრაჟი, რის გამოც ქართული კინოს ათვლის წერტილად 1908 წელი ითვლება. მოგვიანებით, 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” გადაიღო, რომელიც ქართული კინოს საეტაპო და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია.

ქუთაისის კინოფორუმს ეროვნული კინოცენტრი ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით წარმოადგენს. ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი სულ ახლახანს გაფორმდა.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი