უკან

საზოგადოება

11 ივლისი, 2018 17:46
font-size

ქართული კინომემკვიდრეობის მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შექმნა თანამედროვე კინოსკანერით იქნება შესაძლებელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ქართული კინომემკვიდრეობის მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შესაქმენლად თანამედროვე, 4K გარჩევადობის კინოსკანერი (Cintel Scanner 2, Blackmagicdesing) შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სკანერი საქართველოში პირველია.

სკანერთან ერთად შეძენილი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით შესაძლებელია მაღალი გარჩევადობის ვიდეოფაილებზე მუშაობა, ფერისა და გამოსახულების კორექცია, ასევე გამოსახულების ციფრული რესტავრაცია.

კინოსკანერი სპეციალურად მოწვეულმა კომპანია Blackmagicdesing-ის ლიცენზირებულმა ინჟინერმა ლოურენს მალარიმ დაამონტაჟა. მანვე ეროვნული არქივის თანამშრომლებს გააცნო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და სკანერთან მუშაობის სპეციფიკა.

დღეს საქართველოს ეროვნულ არქივს უკვე აქვს აპარატურა, რომლის მეშვეობითაც დაიწყება კინოკოლექციების სკანირება და შეიქმნება კინოფილმების ხარისხიანი ციფრული ასლები. აღსანიშნავია, რომ კინოარქივში ინახება დოკუმენტური ფილმები, რომელთაც არ აქვს ასლები. რა თქმა უნდა, ეროვნული არქივის პრიორიტეტი სწორედ ამ ტიპის კინოდოკუმენტები იქნება.

კინოფილმების სკანირების შემდეგ მომზადებული საარქივო კინოკოლექციის პროგრამის ჩვენებები ეროვნული არქივის განახლებულ კინოდარბაზში მოეწყობა და საზოგადოებას უნიკალური კინოკადრების ხილვის საშუალება მიეცემა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ახალ შენობაში გადადის

18 ივლისი, 2018 , 17:40

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის 23 ივლისიდან ახალ შენობაში გადადის. ცენტრალური ოფისის ახალი მისამართი იქნება – თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150. მოგეხსენებათ, ნინო რამიშვილის N6–ში მდე

,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” `საქნახშირთან` დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18 ივლისი, 2018 , 17:40

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ინფორმაციით, იქამდე ვიდრე ხელისუფლებასთან დაიწყება მოლაპარაკებები, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილა

ვაკეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესით, სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდა

18 ივლისი, 2018 , 16:00

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის მიხედვით, ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. – ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს. ნუცუბიძის

თბილისის მერიის მხარდაჭერით საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

18 ივლისი, 2018 , 16:00

თბილისის მერიის მხარდაჭერით, საზაფხულო სკოლებში, ბანაკებსა და სალაშქრო ტურებში მონაწილეობის მიზნით, ახალგაზრდების რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა

დედაქალაქის მერია რამდენიმე გამზირისა და ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

18 ივლისი, 2018 , 16:00

უახლოეს დღეებში, თბილისის მასშტაბით, მნიშვნელოვანი მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მ

არ მოხდა აფეთქების ზონიდან ხალხის სათანადო მანძილზე გაყვანა - „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი

18 ივლისი, 2018 , 15:20

კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში გარკვეული პირების შეცდომა იკვეთება. როგორც ჯაყელმა განაცხადა, შახტში აფეთქებისას ხალხი სათანადო მან