უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 მაისი, 2019 10:55
font-size

ქართული კომპანიები ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში – VinExpo Bordeaux-2019, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ.

საქართველო, ერთიანი სტენდით უკვე მესამედ მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ელენე კიკნაძის შეფასებით, აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, მოიძიონ სავაჭრო პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ქართული ღვინო წელსაც ჯიშების მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი ბორდოში, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას მთელს მსოფლიოში. ეს კი, საბოლოოდ აისახება ექსპორტის მოცულობაზე და შენარჩუნებულო იქნება ბოლო წლების მზარდი დინამიკა“, – აღნიშნა მან.

მიმდინარე წელს გამოფენაზე პირველად არიან წარმოდგენილი ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები. სულ გამოფენაში მონაწილეობს ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია და ოთხი საოჯახო მარანი. ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინო ათასობით ადამიანმა დააგემოვნა, მათ შორის იყვნენ ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სააგენტო აღნიშნავს, რომ გამოფენის სტუმრებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს ქვევრის ღვინო, მისი წარმოების ტრადიცია და კულტურა იწვევდა.

საერთასორისო გამოფენაზე ქართულ სტენდს ცნობილი ბრიტანელი ღვინის მწერალი რობერტ ჯოზეფიც ესტუმრა, რომლის შეფასებითაც, აღნიშნული გამოფენა არის ღვინის წარსადგენად მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ადგილი.

„ადამიანები ჩამოდიან ჩინეთიდან, ამერიკიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სასიამოვნოა ქართული სტენდის და ძალიან კარგი ქართული ღვინოების აქ ნახვა, იმის ხილვა, რომ ხალხი ეცნობა ქვევრის და არამხოლოდ ქვევრის, არამედ ისეთ ქართულ ღვინოს, როგორებიცაა ციცქა, ქისი, მწვანე, რქაწითელი და საფერავი. ვფიქრობ საქართველოსთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან კარგია, ეს წორედ ის ადგილია, სადაც ქართული ღვინო უნდა იყოს წარმოდგენილი“, – აღნიშნა რობერტ ჯოზეფმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენა ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და მონაწილე ქვეყნების, წარდგენილი ღვინოებისა და ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში.

წელს გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია მეღვინეებმა მსოფლიოს 35 ქვეყნიდან წარადგინეს, ხოლო ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს 150 ქვეყნიდან ესწრებიან.

მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორები 16.5 პროცენტით შემცირდა

14 ნოემბერი, 2019 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებე

საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

13 ნოემბერი, 2019 , 15:45

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურება დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შ

ქართული გაყინული კენკრა და ბოსტნეული აშშ-ში გაიყიდება

13 ნოემბერი, 2019 , 13:00

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შექმნილი სამაცივრე მეურნეობა,  რომელიც კენკრასა და ბოსტნეულს შოკური მეთოდით ყინავს, აშშ-ში პროდუქციის რეგულარულ გაყიდვებს იწყებს. პირველი პარტიის გაგზავნა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.

ექსპორტი იანვარ-ოქტომბერში 10 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი სამი პროცენტით შემცირდა

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 367.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

12 ნოემბერი, 2019 , 15:20

12 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეა

კომპანიამ BioChimPharm ინოვაციების სააგენტოსთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა

12 ნოემბერი, 2019 , 14:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ BioChimPharm (BCP) ინოვაციების სააგენტოსთან საინვესტიციო ხე