უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 აპრილი, 2018 17:15
font-size

„ქართული მარში“ შიმშილობის დაწყებას გეგმავს

„ქართული მარში“ 30 აპრილს შიმშილობას დაიწყებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა წევრმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

სანდრო ბრეგაძე 19 მარტს, „რუსთავი 2“-თან განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებული 7 პირის გათავისუფლებას და იმ პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობას მოითხოვს, რომლებმაც მისი თქმით, „მარშის“ წევრების დაკავება დაგეგმეს.

აქციის ჩატარება სამ ლოკაციაზე იგეგმება - სახელმწიფო კანცელარიასთან, შსს-ს შენობის წინ და მთავარ პროკურატურასთან.

„შვიდმა პოლიტიკურმა პატიმარმა გამოგვიგზავნა წერილი, სადაც წერია, რომ 30 აპრილს, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაიწყებენ შიმშილს. შიმშილობას შეუერთდებიან ციხის გარეთაც. ეს არ იქნება დიეტის მსგავსი შიმშილობა, არამედ ეს იქნებასასიკვდილო შიმშილობა, როგორც 1981 წელს ირლანდიაში. შიმშილობა დაიწყება სახელმწიფო კანცელარიასთან, ასევე დაკავებულთა დედები იშიმშილებენ შს სამინისტროსთან და შიმშილობა იქნება ასევე მთავარ პროკურატურასთან. მოვითხოვთ, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაისაჯონ ის პირები, ვინც ახორციელებენპოლიტიკურ ტერორს და შერჩევით სამართალს. თუ ომი უნდათ, ომს მიიღებენ“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ბრეგაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ „ქართული მარშის“ წევრებზე ზეწოლას გეგმავს. თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი, ასევე გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოდან“ კი ამ ზეწოლის შემსრულებლები არიან.

შეგახსენებთ, რომ „ქართული მარშის“ წევრები პოლიციამ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან 19 მარტს დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ რეპლიკას აპროტესტებდნენ.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი