უკან
კონფლიქტის ზონა
8 იანვარი, 2021 17:35
ქართული მხრიდან დახმარებას არ განვიხილავთ - სერგეი შამბა
ქართული მხრიდან დახმარებას არ განვიხილავთ, – ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უწყებები უმკლავდებიან ხანძრის შედეგად წარმოქმნილ მდგომარეობას და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც შამბა აცხადებს, ახლა ადგილზე განსაკუთრებული არაფერი ხდება და დახმარების საჭიროება არ არსებობს.
შამბას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რუს კოლეგებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.