უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 მაისი, 2017 12:30
font-size

ქართული მოსახლეობა პოლიტიკოსებს უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, მეტ დემოკრატიას, მედიის მეტ თავისუფლებასა და უფრო ხარისხიან სასამართლოს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსახლეობის დაკვეთაა ევროატლანტიკური არჩევანი, სასამართლო რეფორმა, მედიათავისუფლებისა და დემოკრატიის გაძლიერება. მისი აზრით, პოლიტიკოსებმა ეს მოთხოვნები „ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გადაიტანონ“.

„ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, მეტ დემოკრატიას, მედიის მეტ თავისუფლებას, უფრო ხარისხიან სასამართლოს და ყოველივე ეს უმნიშვნელოვანესია, რომ გატარდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის შეფასებით, ქვეყნის პოლიტიკა იმისკენაა მიმართული, რომ სტაბილურობის გარანტი გახდეს რეგიონში, რისთვისაც დემოკრატიისა და ეკონომიკის გაძლიერებაა საჭირო.

„დღეს ჩვენ ვახორციელებთ უაღრესად სტაბილურ და რაციონალურ პოლიტიკას იმისთვის, რომ არ გავამწვავოთ კრიზისი და რეგიონისთვის ვიყოთ სტაბილურობის შემომტანი და გარანტი. ამ თვალსაზრისით, დემოკრატიის, ეკონომიკური გაძლიერების, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა ნამდვილად ქმნის იმ ფონს, რომელზეც საქართველო აძლევს შესაძლებლობას რეგიონს, რომ უფრო მშვიდობიანად განვითარდეს. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს. საჭიროა ჩვენს საზოგადოებაში შედგეს სიღრმისეული დიალოგი და თანხმობა, რომ ჩვენ რეალურად შევქმნათ ევროპული დემოკრატია. კულტურულად ევროპულ ერს გვჭირდება, რომ ეს გადავიტანოთ პოლიტიკურ სისტემებში“, - განაცხადა პრეზიდნეტმა.

შეგახსენებთ, 26 მაისიდან თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება, რომელიც დღეს დასრულდება.

ანა მებურიშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

20 აპრილი, 2019 , 15:00

2019 წლის 21 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის გამზ. 13, საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ მორიგი ყრილობა. ყრილობის დღ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

20 აპრილი, 2019 , 12:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც სუს-ში აცხადებენ, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირ

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

20 აპრილი, 2019 , 10:20

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა

გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე მე - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასთან გუშინაც ჰქონდა შეხვედრა და დღესაც ექნება მთავრობის სხდომის შემდეგ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალის

ნათია თურნავას ამბიციური და მკაცრი დავალებები ექნება შესასრულებელი - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 14:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავალებები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება შესასრულებელი იქნება ამბიციურ

საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგი გაიმართა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სერბეთის დელეგაციას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სერბეთის მთავარი მომლაპ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019