უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
კომენტარი
`ქართული ოცნება` და `ნაციონალური მოძრაობა` ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა - ისინი კვებავენ ერთმანეთს - გია ხუხაშვილი
"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა - ისინი კვებავენ ერთმანეთს, ავსებენ და ინაწილებენ ძალაუფლებას, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემების შექმნა სურს, ის უნდა გაჩერდეს.
„მიშას გაჩერება მე არ ვიცი რას ნიშნავს, გაჩერებული ეს კაცი არავის უნახავს, სულ მოძრაობს. სხვა საკითხია რა ჯობია სახელმწიფოებრივად. მე მიშას ვურჩევდი, თუ უნდა პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა და "ქართული ოცნებისთვის" პრობლემების შექმნა, უნდა გაჩერდეს", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“კვებავენ ერთმანეთს, ავსებენ და ინაწილებენ ძალაუფლებას.
"სააკაშვილის გაჩერებით ბევრად მიღწევადი იქნება ის შედეგი, რაც მას უნდა, ვიდრე არგაჩერებით. ეს ორპოლუსიანობაა ანგრევს ყველაფერს, არ აძლევს პოლიტიკურ სივრცეს გახსნის საშუალებას, რომ ალტერნატიული ცენტრები ჩამოყალიბდეს. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა - ისინი კვებავენ ერთმანეთს, ავსებენ და ინაწილებენ ძალაუფლებას. ამით ორივე თავის ამოცანას ასრულებს - "ქართული ოცნება" ინარჩუნებს ძალაუფლებას, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. შესაბამისად, ამ პროცესიდან ორივეს თავის დივიდენდი აქვს.
თუ მიხეილ სააკაშვილს მართლა უნდა პრობლემები შეუქმნას „ქართულ ოცნებას“, წავიდეს და თანაც, მას შეუძლია კაცურად წავიდეს - მიმართოს ბიძინა ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ! აი ეს იქნება მისგან ისტორიული ნაბიჯი. შეუძლიათ წავიდნენ რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, არც საფრანგეთში და არც ჰოლანდიაში", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.