უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

18 ოქტომბერი, 2017 17:40
font-size

‘’ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’-ს ოზურგეთის საარჩევნო შტაბის განცხადება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღე დარჩა. საზოგადოების გულწრფელი მხარდაჭერა ‘’ქართული ოცნების’’ მიმართ ამჯერადაც იმდენად ღიაა, რომ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები გარდაუვალი დამარცხების შიშმა პანიკაში ჩააგდო. საზოგადოების მხრიდან არაერთხელ უგულვებელყოფილი პარტიები ‘’ქართული ოცნების’’ წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ.

უპირველესად უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ გაერთიანებაში თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებამ არაერთხელ უარყო. ამ ადამიანებისთვის ნულის ტოლფასია საზოგადოებრივი ინტერესები და სახელმწიფოებრივი აზროვნება. მათთვის მთავარი პრიორიტეტი პირადი ამბიციები და დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობაა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების თითოეული წევრი ნათლად ხედავს, თუ როგორი გამჭვირვალე და თანაბარი პირობების მქონე საარჩევნო გარემო შექმნა ხელისუფლებამ, ოპოზიციური პარტიები მაინც ჯიუტად ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ და თეთრზე შავის მტკიცებას ვერ ელევიან.

ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ‘’ქართული ოცნება’’ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ქვეყანაში სიმშვიდე, უსაფრთხოება და წესრიგი უზრუნველყო, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა დაიწყო და საზოგადოების სრული ნდობა მოიპოვა.
‘’ქართული ოცნების’’ მთავარი ინტერესია, საარჩევნო პროცესი ჩატარდეს კანონის სრული დაცვით და ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ დამკვირვებელს, რომლებიც საარჩევნო პროცედურებს დააკვირდებიან.

ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, იქონიონ პოლიტიკური კულტურა და თავიანთი საქმიანობის მანძილზე ერთხელ მაინც დააყენონ საზოგადოებრივი ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა.
NS

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი