პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანიაში Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი ორგანიზაციების აკრძალვასა და „ქართული ოცნების“ განზრახვას შორის, სანქციების დააკისროს იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.
„როგორც სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ აქაც მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს. Reichsbürgerbewegung-ის საქმეში ორგანიზაციების აკრძალვის მიზეზი იყო:
1.კონსტიტუციური წესრიგის უარყოფა;
2. სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფა („პარალელური სახელმწიფოს“ შექმნა);
3. ძალადობის რეალური საფრთხე (სახელმწიფო გადატრიალების გეგმები, 2022 წელს გამოვლინდა ტერორისტული შეთქმულება);
IV. ანტისემიტური და ექსტრემისტული შინაარსი;
V. სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი.
ასე ჩამოთვლილი ეს მიზეზები მარტივად ჟღერს, მაგრამ თითოეულს აქვს თავისი ტესტი, რომელიც კონკრეტულმა საქმემ უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ ორგანიზაცია აკრძალოს. მაგალითად, I მიზეზის შემთხვევაში საჭიროა, სახელმწიფომ დაასაბუთოს, რომ ერთდროულად 3 ფაქტორია წარმოდგენილი:
1. არსებობს ორგანიზებული გაერთიანება;
2. მას სურს კონსტიტუციის გაუქმება/ჩანაცვლება;
3. ის დგამს ქმედით ნაბიჯებს ამისთვის (აქვს სტრატეგია, პროგრამა, მოქმედებს სისტემურად).
თავად „კონსტიტუციური წესრიგის უარყოფა“ კი ნიშნავს (აქაც ერთდროულად უნდა იყოს ეს ფაქტორიები მოცემული) არა მთავრობის ან იმ არჩევნების, რომლითაც კონკრეტული მთავრობა აირჩა, არალეგიტიმურობაზე საუბარს, არამედ:
1. თავად სახელმწიფოს ლეგიტიმურობის უარყოფას (გერმანიის შემთხვევაში ეს ჯგუფი მიიჩნევდა, რომ გდფ არალეგიტიმური ქვეყანაა და აღიარებდა მხოლოდ რაიხის პერიოდის გერმანიას, ანუ სხვა სახელმწიფოს. ჩვენს შემთხვევაში ქართლ-კახეთის სამეფოს რომ აღიარებდეს ვინმე, ან საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას);
2. მოქმედი კონსტიტუციის არაღიარებას;
3. ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფა როგორიცაა არჩევნების, სასამართლო და ა.შ. ოღონდ ეს უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფა ზოგადად და არა კონკრეტული არჩევნების, მოსამართლის, სასამართლოს მიმართ უნდობლობა.
ჩვენთან საქმე სულ პირიქითაა. წინააღმდეგობა:
1. ერთგულებს არსებული ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და რეჟიმს მოქმედი, მე-2 რესპუბლიკის ღირებულებების ღალატში ადანაშაულებს — არალეგიტიმურად აღიარებს კონკრეტულ მთავრობას;
2. იცავს მოქმედ, 1995 წლის კონსტიტუციას (თავისი ყველა, ოცნების მიერ შეტანილი ცვლილები ჩათვლით) და ოცნებას მის დარღვევაში ადანაშაულებს (სავსებით გამართული ლოგიკით);
3. მოითხოვს ავტორიტარული ხელისუფლების მიერ მიტაცებული დემოკრატიული ინსტიტუტები ხალხისთვის დაბრუნებას და ბრალს დებს უზურპატორებს მის ინსტრუმენტალიზაციაში.
როგორც ხედავთ, საქართველოს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა და გერმანიის შემთხვევა საერთოდ არაფერ შუაშია ჩვენთან. იქ აკრძალული ორგანიზაციები დემოკრატიას უპირსპირდებოდნენ, აქ - წინააღმდეგობა დემოკრატიისთვის იბრძვის“, — წერს ვახუშტი მენაბდე.
„ქართული ოცნება“ განიხილავს კანონმდებლობის მიღებას, რომლითაც შეიძლება დააპატიმრონ ის ადამიანები, ვინც იტყვის, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს ან სხვებს მოუწოდებს ამისკენ.
ამის გასამართლებლად „ქართული ოცნება“ იყენებს გერმანიაში რაიხსბიურგერების მაგალითს, რომელთა ლიდერები რამდენიმე წლის წინ დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი
13 თებერვალი, 2026 , 17:34
სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი
13 თებერვალი, 2026 , 17:17
რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა
13 თებერვალი, 2026 , 16:56
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო
13 თებერვალი, 2026 , 13:36
პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი
13 თებერვალი, 2026 , 12:23
მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
13 თებერვალი, 2026 , 11:52


