უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ნოემბერი, 2020 16:05
font-size

„ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს - ნიკოლოზ სამხარაძე

მესამე რაუნდის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის თუმცა, სავარაუდოდ შეხვედრა ამ კვირაში შედგება. რაც შეეხება კომპრომისისთვის მზაობას, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობა არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით დასრულდება იქიდან გამომდინარე, რა განწყობასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც მეგობარი ქვეყნების ელჩების წარმომადგენლებისგან, ასევე ჩვენი გუნდიდან და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან. შეხვედრა იგეგმება და ზუსტად იმისთვის, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ მოხდეს. ეს შეხვედრა იქნება და პოზიტიური შედეგებით დასრულდება.

„ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ოპონენტები რატომ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, არ ვიცი. თუ იმ ულტიმატუმებს გულისხმობენ, რომელიც დააყენეს, ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს. რაც შეეხება კომპრომისს, ამისთვის მზაობა არის და ყველამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი.

მოლაპარაკებებში ზოგადი წინსვლა არის. ის, რომ საჯაროდ არ ცხადდება მოლაპარაკების დეტალები, ეს არის მოლაპარაკების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, არის რამდენიმე საკითხი რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა“, – განაცხადა სამხარაძემ.

ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე

16 იანვარი, 2021 , 15:40

გასული წლების განმავლობაში, ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, თუმცა, ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკ

ვასილ მაღლაფერიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

16 იანვარი, 2021 , 15:00

ვასილ მაღლაფერიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ამავდროულად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს. მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება ყრილობაზე მიიღო. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი

ირაკლი კობახიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარე გახდა

16 იანვარი, 2021 , 14:45

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ სრული თანხმობით აირჩიეს. ირაკლი კობახიძე ამ დრომდე, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა. ყრილობაზე, რომელიც ექსპ

`ოცნების` ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი

16 იანვარი, 2021 , 13:20

“ქართული ოცნების” ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათი თქმით, მმართველი გუნდის წევრები კრიმინალები და ქურდები არიან, რომლებმაც ქართველ ხალხს არჩევნები წაართვეს. აქგივსტებმა ადგილზე მიიტანე

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ

16 იანვარი, 2021 , 13:04

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმა

დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ნიკა მელია

16 იანვარი, 2021 , 12:49

„რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა დაიჯერო, რომ გაიმარჯვებ,” - ამის შესახებ „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ფეისბუქში წერს. “დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ქართული ოცნება ყრილობას