უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2018 11:30
font-size

„ქართული ოცნება` მმართველობის 6 წლისთავზეც ვერ გაცდა ყველასა და ყველაფრის „ნაციონალური მოძრაობისთვის` დაბრალებას - სულხან სალაძე

„საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას არასამთავრობო სექტორის მიმართ. სალაძის შეფასებით, მმართველობის 6 წლისთავზეც „ქართული ოცნება“ ვერ გაცდა „ყველასა და ყველაფრის „ნაციონალური მოძრაობისთვის" დაბრალებას, მათ შორის სამოქალაქო სექტორის „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოციაციურად დაკავშირებას“.

საია-ს თავმჯდომარემ მმართველ გუნდს შეახსენა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ისინი ოპოზიციაში იყვნენ, მაშინდელი ხელისუფლების მიმართ გამოთქმული მათი შეფასებები ერთმანეთს ემთხვეოდა.

სალაძემ „ქართულ ოცნებას" პრობლემებზე აქცენტის გადატანა ურჩია.

„არასერიოზულია ამ ტიპის შეფასებები სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით. როდესაც მთავარ კითხვებზე მათ არ აქვთ პასუხები, ყველაზე იოლია ვინმეს დააბრალო პოლიტიკური პროექტის ნაწილად ყოფნა. ეს არ არის სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე პასუხი, ეს არ არის სამართალდამცავ სისტემებში არსებულ პრობლემებზე პასუხი.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" მმართველობის 6 წლისთავზეც ვერ გაცდა ყველასა და ყველაფრის „ნაციონალური მოძრაობისთვის" დაბრალებას, მათ შორის სამოქალაქო სექტორის „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოციაციურად დაკავშირებას.

შევახსენებ მათ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ემთხვეოდა ჩვენი შეფასებები დღევანდელი ხელისუფლების, ანუ მაშინდელი ოპოზიციის შეფასებებს. ბუნებრივია, დღეს ხელისუფლება არ დაიწყებდა იმაზე საუბარს, რომ ჩვენი მხრიდან კრიტიკა მაშინ მათთვის მისაღები იყო, მაგრამ მათი ის პასუხი, რომელიც სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოიყენეს და რომელიც გუშინ ყველა მედიასაშუალების პრაიმტაიმში იყო, მოკლებულია დასაბუთებას. მოვუწოდებდი, რომ მეტი აქცენტი გადაიტანონ პრობლემებზე და დაანებონ თავი სამოქალაქო სექტორის ვინმესთან მიკერძოებაზე ძებნას“, -განაცხადა სალაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ „სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე“. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომელიც „არასერიოზული“ უწოდა.

„ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები. ხელმძღვანელებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. საქართველოში არის ჩამოყალიბებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“. ცალკეა ეს პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებს - ამაში ყველა დამერწმუნება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე. ეს არის დღევანდელი ვითარება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ - ირაკლი სესიაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

„როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კ

გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე - მიხეილ სააკაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მოწონს ეს ვიღაცას, თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,

გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში - სალომე სამადაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

"გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში,"- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს რამდენიმე განმარტება დაემატა

9 ივლისი, 2020 , 12:58

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტ

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

9 ივლისი, 2020 , 11:55

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა

8 ივლისი, 2020 , 16:25

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე