უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ივლისი, 2021 16:34
font-size

„ქართული ოცნება“ თავად უწესებს სანქციებს ქვეყანას - ანა ნაცვლიშვილი

„ქართულ ოცნებას“ თავისი უპასუხისმგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ზიანი მოაქვს და სწორედ ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კონკრეტული ზიანი მიადგეს ამ პოლიტიკურ ძალას და ეს არ გავრცელდეს მთელ ქვეყანაზე, იქნება სანქციებით თუ სხვა ზომებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ორი კვირის წინ საერთაშორისო ანგარიში ვნახეთ, რომელიც საქართველოში საინვესტიციო გარემოს აფასებდა და სადაც ძალიან მძიმე ფაქტებზე იყო გამახვილებული ყურადღება, რომლის წაკითხვის შემდეგ არც ერთი ინვესტორი ამ ქვეყანაში დიდი ინვესტიციის დაბანდებას არ მოისურვებს.

„ქართული ოცნება“ საკუთარი გატარებული პოლიტიკით ქვეყანას სანქციებს თავად უწესებს. თუ ინვესტიცია არ შემოვიდა და სამუშაო ადგილები არ შეიქმნა, ხელისუფლებამ მერამდენედ უნდა მიიკრას სტიგმა, რომ გადამგდებია და მის სიტყვას ფასი არ აქვს? – ფასი არ აქვთ არ მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ არც ბიზნესში, არც ინვესტორებთან. ამ ნაბიჯებით „ქართული ოცნება“ თავად უწესებს სანქციებს ქვეყანას. მაინცდამაინც ევროკავშირმა ხომ არ უნდა თქვას, რომ სანქციას ვუწესებო? „ქართული ოცნება“ თავად ასანქცირებს ქვეყანას.

ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლები ზიანით უნდა გამოვიდეს ამ კრიზისიდან. შესაბამისად, ვემხრობით პერსონალურ სანქციებს. შეთანხმების დარღვევა უკვე დაუდგინდა „ქართულ ოცნებას“ სასამართლოს ნაწილში და მცდელობა მისი გასვლის შეთანხმებიდან, ქმნის და აძლიერებს სანქციების გამოყენების საფუძველს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რატომ იწერდა ეკლესიის წინააღმდეგ ყველაფერს, რატომ აგროვებდა კომპრომატებს - ნიკა ობოლაძე

16 სექტემბერი, 2021 , 14:41

უკვე მესამე დღეა ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ათეული ათასი ფაილი არსებობს, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ და ამაზე პასუხი არ არის, თუ რატომ აკეთებდნენ ამას. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად დაადასტურა ამ ჩანაწერები

ვახტანგ გომელაური კარლ ჰარცელს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

16 სექტემბერი, 2021 , 11:23

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელთან, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართ

„საჭიროა მსხვერპლი“, „შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“, ეს არის ფრაზები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის ჩატებიდან ჟონავს - ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი, 2021 , 17:31

რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს. აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პო

მოვითხოვთ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები – ბექა ლილუაშვილი

15 სექტემბერი, 2021 , 15:12

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაში სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. "ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ იმ მასალების ა

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გუნდს „ლელოს“ მერობის კანდიდატმა და ათივე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თბილისის განვითარების მარშალის 9-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა

15 სექტემბერი, 2021 , 13:50

პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გუნდს „ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თბილისის განვითარების მარშალის 9- პუნ

`ქართული ოცნების` „კაგებეშნიკური“ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან - მამუკა ხაზარაძე

15 სექტემბერი, 2021 , 12:34

"ქართული ოცნების" „კაგებეშნიკური“ სისტემა, რომელიც პოლიტიკურ, სამოქალაქო, ჟურნალისტურ და ბიზნეს საქმიანობაში ხელის ფათურთან ერთად საეკლესიო ცხოვრების და აღსარების საიდუმლოების საკრალურ სფეროსაც მისწვდა, დაუყო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი