უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ილია ინჯია, ვარლა ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი ოპოზიციურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან
მივიღეთ გადაწყვეტილება პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ილია ინჯიამ გააკეთა განცხადება.
როგორც აღინიშნა, პოლიტიკურ ჯგუფში ასევე შევლენ პარლამენტის წევრები, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი.
„როგორც იცით, მანდატები შეუწყდათ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური კულტურა, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციისა და სიძულვილის გაღვივებით, არამედ, რეალურად, საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით, ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვას და სწრაფ განვითარებას ემსახურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ. სრულიად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. რადიკალური ოპოზიციის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდეა. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე, წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ილია ინჯიამ.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დასვა საკითხი, რომ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში ცვლილება პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებულ ნორმასაც შეეხოს და მისი შექმნის შესაძლებლობა შვიდის ნაცვლად, ნებისმიერ სამ დეპუტატს მიეცეს, ვინც არჩევნებში წარმდგენ პარტიას დატოვებს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებულ ინიციატივას დაეთანხმა.
საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ! - გიორგი ვაშაძე
9 თებერვალი, 2025 , 15:06

საქართველოში „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა მარცხდება, არ იქნება სამართალი, – არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას! - მამუკა მდინარაძე
8 თებერვალი, 2025 , 18:19
გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, სკამებს პარლამენტში, თუმცა მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ დარჩება - ირაკლი კობახიძე
8 თებერვალი, 2025 , 14:10
ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე - ირაკლი კობახიძე
8 თებერვალი, 2025 , 13:54

ავტორიტარული რეჟიმების დამარცხების წარმატებული გამოცდილება არსებობს და სამუშაო და სამკალიც ფრიად არს, დანარჩენი ჩვენზეა - დავით ზურაბიშვილი
8 თებერვალი, 2025 , 09:59

მივდივარ პოლიტიკიდან, ვრჩები აქტიურ მოქალაქედ - თამარ კორძაია
7 თებერვალი, 2025 , 10:08