უახლესი ამბები
- 24.02.2021 21:57„ზღვარზე ვართ, მეგობრებო, სახიფათო ზღვარზე! ამის იქეთ ჩახარშვაა”
- 24.02.2021 21:10პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს - პარლამენტთან კარავი ზუგდიდელებმაც გაშალეს
- 24.02.2021 17:40განწყობაც და დამოკიდებულება ჩვენი არის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს -მამუკა მდინარაძე
- 24.02.2021 17:40ვილაპარაკოთ საქმეზე, ქვეყნის ინტერესებზე და არა იმაზე, რა აწყობს „ნაცმოძრაობას“ - მამუკა მდინარაძე
- 24.02.2021 17:40ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული - Amnesty International
- 24.02.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა
- 24.02.2021 17:15რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის გააფართოვოს საქართველოში ფრენების არეალი - ნათია თურნავა
- 24.02.2021 17:15პატიმრობა თავად მელიამ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა - მამუკა მდინარაძე
- 24.02.2021 17:15საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული - ამირან გამყრელიძე
- 24.02.2021 17:15ნიკა მელიას დაკავებამ გაამძაფრა დაძაბულობა, რაც არ იყო საჭირო და ამ ნაბიჯმა ასევე გააღრმავა კრიზისი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები
არქივი
ეკონომიკა


„ქართული ოცნების“ განცხადებიდან გამოდის, რომ პენსიის ზრდა ყოველწლიურად 8-12 ლარითაა შესაძლებელი, რაც არაა მისაღები ჩვენი პენსიონერებისთვის - ზურაბ ჭიაბერაშვილი
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვა, მეორე ტურამდე განმარტოს, თუ როგორ აპირებს მმართველი გუნდი პენსიის ინდექსაციას.
ჭიაბერაშვილის თქმით, მმართველი გუნდის მტკიცებით, მოხდება „პენსიის ზრდის მიბმა ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციაზე".
თუმცა, ოპოზიციის გათვლებით, შემოთავაზებული ინიციატივა პენსიის ზრდას წლიურად მხოლოდ 10 ლარით ითვალისწინებს, რაც ვერ დააკომპენსირებს გაუფასურებული ლარის შედეგად გაზრდილ ფასებსა და გაუარესებულ სოციალურ ფონს.
„ევროპული საქართველოს“ მტკიცებით, საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციის გზით, პენსიის 50 ლარით გაზრდა დღესვე იქნებოდა შესაძლებლი.
„ „ევროპული საქართველო" მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, არჩევნები მეორე ტურამდე გაუმხილონ საზოგადოებას, რა პრინციპით, რა ფორმულით აპირებენ ისინი ასაკობრივი პენსიის ინდექსაციას. იმიტომ რომ, რასაც ჩვენ ვხედავთ, და განცხადებებს, რასაც ვისმენთ, გამოვა, რომ წლიურად 8-12 ლარით იქნება შესაძლებელი პენსიის ზრდა და ეს არ არის მისაღები ჩვენი პენსიონერებისთვის, იმიტომ რომ ისინი დღეს „ქართული ოცნების“ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ლარის რყევის გამო, დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ფასები გაიზარდა საკვებსა და მედიკამენტებზე ძალიან მნიშვნელოვნად და შესაბამისად, პენსიის ამგვარი ინდექსაცია, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აპირებს, ვერ იქნება სრულფასოვანი კომპენსაცია იმ გაჭირვებისა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ პენსიონერები ჩაყარა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

ადგილობრივი ექსპორტი 6.4 პროცენტით შემცირდა
19 თებერვალი, 2021 , 12:10

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
18 თებერვალი, 2021 , 17:00

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3 პროცენტით შემცირდა - საქსტატი
15 თებერვალი, 2021 , 12:05

თურქეთთან დადებული შეთანხმება არის შესაძლებლობა, ევროკავშირში ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს - ნათია თურნავა
13 თებერვალი, 2021 , 14:27

„Fitch“-ი საქართველოს სუვერენულ რეიტინგს უცვლელად „BB“-ზე ტოვებს - კობა გვენეტაძე
13 თებერვალი, 2021 , 12:45

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი მხარს უჭერენ საქართველოს ეროვნული ბანკის ინიცირებულ პროგრამას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის
12 თებერვალი, 2021 , 12:40