უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2020 12:35
font-size

„ქართული ოცნების“ ხელში ქვეყანა ამ ზამთარს უბრალოდ ვერ გადაიტანს - დავით ჭიჭინაძე

„ქართული ოცნების“ ხელში ქვეყანა ამ ზამთარს უბრალოდ ვერ გადაიტანს! - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, მოსახლეობას ცვლილებები სჭირდება და „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში აღარ უნდა იყოს.

„თუ არჩევნები გაყალბდა, რისთვისაც უკვე „გვამზადებენ“, ადამიანების დიდმა ნაწილმა ზუსტად იცის, რომ მათ მომავალი აღარ აქვთ და რჩება ორი ვარიანტი - ან ქვეყნიდან გაქცევა, ან ჯანყი და ამბოხი!

ამიტომ ხელისუფლებას უნდა ეშინეოდეს!

პირველ რიგში სასოწარკვეთილი ადამიანების და მეორე ის, რომ თავისივე ძალაუფლების მძევალია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დარჩენა აღარ შეიძლება! „ქართული ოცნების“ ხელში ქვეყანა ამ ზამთარს უბრალოდ ვერ გადაიტანს! ბიძინა ივანიშვილმაც კარგად იცის, რომ დასავლეთი მეორედ მას აღარაფერს აპატიებს, ჰაერში დარჩენილი თეთრი ვარდები კი ერთხელ უკვე ვნახეთ.

დღეს ხალხს ცვლილებები უნდა! სულ ტყუილად აქვთ იმედი, რომ ხალხს შეაშინებენ. ყოველი შეშინებული ქართველი სწორედ მათ წინააღმდეგ დაპირისპირებული მებრძოლი იქნება, იმიტომ, რომ 31 ოქტომბრის მერე იწყება განმათავისუფლებელი მოძრაობა",- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები - ივანე მაჭავარიანი

26 ნოემბერი, 2020 , 17:30

ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინა

საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 17:05

რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი

არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:45

არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და ჩვენს ქვეყანაში მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახა

ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირი გზა შიმშილისკენ - დავით ჭიჭინაძე

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. „ქართული ოცნება“ თავისი სულელური განცხადებებით დ

რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა - ირაკლი კობახიძე

25 ნოემბერი, 2020 , 17:56

"ჩვენთვის არის ერთადერთი წითელი ხაზი, რაც არის დაკავშირებულ რიგგარეშე არჩევნებთან. ანუ, რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე რა თქმა უნდა, შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა,“

არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ - სერგი კაპანაძე

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ელჩებს შორის ინდივიდუალურ შეხვედრებს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი პროცესია რაუნდებს შორის, რათ